<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   წამალი ფილტვის კიბოს წინააღმდეგ

მეცნიერებმა ლონდონის საიმპერატოტო კოლეჯიდან იპოვეს წამალი, რომელიც გადაარჩენს ფილტვის კიბოს ლეტალური ფორმის მქონე ავადმყოფებს.
კიბოს გავრცელება ხდება სწრაფად, ამდენად, ქირურგიული ჩარევა ხშირ შემთხვევაში არ არის ეფექტის მომცემი. სიმსივნის ზომების შემცირება ხანდახან შესაძლებელია ქიმიოთერაპიისა და რადიოთერაპიის შეთანხმებული ჩატარებით. მიუხედავად ამისა, სიმსივნის ზრდა მალე კვლავ იწყებს განახლებას და შემდგომში აღარ ექვემდებარება მკურნალობას.
ზრდის ფაქტორი FGF-2 აჩქარებს კიბოს უჯრედების დაყოფას, ასევე, იწვევს უჯრედებში იმ მექანიზმის ჩართვას, რომელიც ავითარებს წამლის მიმართ მდგრადობას. პრეპარატი PD173074 ხელს უშლის FGF-2-ის სიმსივნურ უჯრედზე მიმაგრებას და ამით აჩერებს სიმსივნის ზრდას. წამალი PD173074 შემუშავებულია 1998 წელს, როგორც ავთვისებიანი სიმსივნეების გარშემო სისხლძარღვების ზრდის შემაჩერებელი.
თაგვებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პრეპარატმა გამოიწვია დაბალდიფერენცირებული კიბოს უჯრედების ნაწილის განადგურება საცდელი მღრნელების 50%-ში და დარჩენილი სიმსივნური უჯრედების სტანდარტული ქიმიოთერაპიული მკურნალობისადმი წინააღმდეგობის უნარის მოსპობა. ამჟამად მკვლევარები გეგმავენ კვლევის ჩატარებას ინოპერაბილური ფორმის ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებზე.
ფილტვის კიბო წარმოადგენს მსოფლიოში სიკვდილიანობის ერთ-ერთ მთავარ ინკოლოგიურ მიზეზს. ყველაზე სახიფათოა კიბოს დაბალდიფერენცირებული ფორმა, რომლის წილად მოდის დაავადების 20%. ასეთი დიაგნოზის მქონე ავადმყოფების მხოლოდ 3% ცოცხლობს ხუთი წელი დაავადების დადგენიდან.

http://topnews.ru

2009.11.16