<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   ასპირინის რუტინული გამოყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადების პირველადი პროფილაქტიკისთვის არ არის გამართლებული

4 მეტაანალიზის შედეგებმა აჩვენა, რომ ასპირინის მიღება მიზანშეწონილია მხოლოდ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების ყოველწლიური რისკის დონის 1,5%-ზე მეტი მნიშვნელობის შემთხვევაში. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკის უფრო დაბალი მაჩვენებლის შემთხვევაში ასპირინის მიღება არ არის გამართლებული გართულებების განვითარების მაღალი რისკის გამო.
6 რანდომიზებული კვლევის ერთ-ერთი უკანასკნელი ანალიზის დროს არაფატალური მიოკარდიუმის ინფარქტის შემცირება, რომელიც ასოცირდება ასპირინის მიღებასთან ნიველიერდება კუჭ-ნაწლავის და სხვა სისხლჩაქცევების (თავის ტვინის სისხლჩაქცევების გამოკლებით) სიხშირის მატებით. ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი არ შეცვლილა. ასპირინის გამოყენებამ 6,4 წლის მანძილზე გამოიწვია 3 გულ-სისხლძარღოვანი ინციდენტის პროფილაქტიკა ყოველ 1000 ქალზე და 4 – ყოველ 1000 მამაკაცზე, მაგრამ, ამავე დროს, გამოიწვია 2,5 და 3,0 დიდი სისხლჩაქცევების განვითარებას, შესაბამისად, 1000 მამაკაცსა და ქალში.
ავტორები აკეთებენ დასკვნას პირველადი პროფილაქტიკისთვის ასპირინის რუტინული მიღების მიზანშეუწონლობის შესახებ. (Drug Ther Bull 2009; 47: 122–125)

http://Cardiosite.ru

2009.11.11