<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   სტატინები ინფექციის წინააღმდეგ

ახალი მეტა-ანალიზის საფუძველზე, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სტატინების პლეიოტროპული (არალიპიდური) ეფექტი მნიშვნელოვანია სხვადასხვა ინფექციის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის, რაც მოიცავს ბაქტერიემიას, პნევმონიას და სეფსისს. კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში «Archives of Internal Medicine».
ნაშრომის ავტორებმა სტატინებსა და ინფექციის განვითარების რისკს შორის ასოციაციის დასადგენად განახორციელეს რანდომიზებული და კოჰორტული კვლევების მეტა-ანალიზი. შედეგებმა აჩვენა, რომ სტატინებით მკურნალობამ დამაჯერებლად შეამცირა ინფექციის განვითარების რისკი და გამოავლინა ეფექტი ინფექციის მკურნალობაში.
აღნიშნული ასოციაციის გამომწვევი ზუსტი მექანიზმი უცნობია. მკვლევართა თქმით, ეფექტი შეიძლება განპირობებული იყოს პრეპარატის იმუნომოდულატორული და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედებით.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ინფექციების დროს სტატინებით მკურნალობის რეკომენდაციამდე ჯერ კიდევ აუცილებელია დამატებითი რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევების ჩატარება.

http://Solvay-pharma.ru

2009.11.09