<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   გრიპის დროს იმუნოსტიმულატორების გამოყენება სახიფათოა

იმუნოსტიმულატორების 10 დღეზე მეტ ხანს მიღება კატეგორიულად არარეკომენდებულია. ასეთ განცხადებას აკეთებს თერაპევტი ოლგა პელერმანი.
იგი ამბობს, რომ აღნიშნული პრეპარატების გამოყენების აუცილებლობის განსაზღვრა უნდა მოხდეს მხოლოდ სპეციალისტთან კონსულტაციის საფუძველზე. ზოგჯერ დაავადების ფონზე, როდესაც იმუნიტეტი უკვე მუშაობს, დამატებით იმუნოსტიმულატორების მიღებით და არასწორი დოზირებით შეიძლება ადგილი ჰქონდეს იმუნური სისტემის მუშაობის ძლიერი გადატვირთვას, აღნიშნავს ოლგა პელერმანი.
“ექინაცია, ჟენშენი მიეკუთვნება ბუნებრივ იმუნოსტიმულატორებს, რომელთა მიღებაც, ასევე, დოზირებულად უნდა მოხდეს, ხოლო ერთი თვე და თვეზე მეტი ხნით გამოყენება – არ არის კარგი”, - ამბობს ექიმი. მისივე თქმით, ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მოხმარება, 50-100 გრამზე მეტი, ასუსტებს იმუნურ სისტემას.
ახალი ღორის ქონი და არა გაყინული, და ნიორი – ის იმუნომოდულატორებია, რომლის გამოყენებაც შეიძლება ყოველთვის, დროში შეზღუდვის გარეშე. ეს ძალიან სასარგებლო პროდუქტებია.

http://News4k.com

2009.11.02