<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ახალი ბიოპრეპარატი

აბატასეპტი მიეკუთვნება ახალი კლასის წამლებს, რომლის სამიზნეს წარმოადგენს იმუნური უჯრედები და ეფექტურია რევმატოიდული ართრიტის შემთხვევაში. კოხრეინის სტანდარტიზებული ანალიზით ხორციელდება წამლის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობაზე უკანასკნელი კვლევების შედეგების შეფასება.
რევმატოიდული ართრიტი არის ავტოიმუნური დაავადება, რომელიც აღენიშნება ასიდან ერთ ადამიანს დასავლეთის ქვეყნებში. პაციენტებს უვითარდებათ ქრონიკული ტკივილი და ანთებითი პროცესი, რომელიც გამოწვეულია სხეულის იმუნური სისტემის საკუთარ სახსრებზე განხორციელებული შეტევით. აბატასეპტი ახალი ბიოპრეპარატია, რომელიც ახდენს სახსრის ანთების გამომწვევი T იმუნური უჯრედების აქტივობის ბლოკირებას.
მეცნიერებმა გააანალიზეს შვიდი კვლევის მონაცემები, რომელიც მოიცავდა 2 908 პაციენტს. მონაწილეთა სიმპტომების შეფასება მოხდა წამლის ან პლაცებოს მიღებიდან ერთი წლის შემდეგ. აბატასეპტის მიღების შემთხვევაში აღინიშნა სიმპტომების (ტკივილის, მგრძნობელობისა და შეშუპების ჩათვლით) 50%-ით გაუმჯობესება, პლაცებოს მიღებასთან შედარებით. აბატასეპტის მიმღებ პაციენტებს, ასევე, აღენიშნათ ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებაც. პრეპარატის 12 თვიანი მიღების პერიოდში პაციენტებს არ გამოუვლინდათ სახსრების დაზიანების პროგრესირება. სერიოზული გვერდითი ეფექტები აღინიშნა მხოლოდ აბატასებტის სხვა ბიოპრეპარატთან კომბინაციის შემთხვევაში.
კვლევის ხელმძღვანელის ლარა მაქსველის (Lara Maxwell) თქმით, სხვა ბიოპრეპარატების მსგავსად აბატასეპტიც ძვირადღირებული პრეპარატია, მაგრამ მისი ეფექტურობიდან გამომდინარე, იგი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რევმატოიდული ართრიტის მქონე იმ პაციენტებისთვის, რომლებისთვისაც სტანდარტული თერაპია ან სხვა ბიოპრეპარატები არ არის ეფექტური. მკვლევარების მკაცრი რეკომენდაციით, აბატასეპტი არ უნდა იყოს გამოყენებული სხვა პრეპარატებთან ერთად.

http://www.sciencedaily.com

2009.10.07