<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   ადენოზინის ადრეული დანიშვნა აუმჯობესებს მიოკარდიუმის ინფარქტის გამოსავალს

ადენოზინის დანიშვნა დამატებით, ადრეულ რეპერფუზიულ თერაპიასთან ერთად აუმჯობესებს გამოსავალს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდეგ ("European Heart Journal").
დოქტორმა რობერტ ა. კლონერმა (Robert A. Kloner) და მისმა კოლეგებმა გამოიკვლიეს ინტრავენურად შეყვანილი ადენოზინის მაღალი დოზების ზემოქმედება რეპერფუზიის დროზე და მოდალობაზე ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის მქონე პაციენტებში.
პლაცებოს ჯგუფთან შედარებით, იმ პაციენტებს, რომლებსაც დაეწყოთ ადენოზინით თერაპიის ფონზე რეპერფუზიული თერაპია ინფარქტის სიმპტომების გამოვლენიდან 3,17 საათში, აღინიშნა უფრო დაბალი სიკვდილობა ერთ თვეში (შესაბამისად, 9,2% და 5,2% ) და 6 თვეში ( შესაბამისად, 11,2% და 7,3%). იუწყებიან მკვლევარები.
შედეგებში ასევე ნაჩვენებია, რომ ადენოზინი არ აუმჯობესებდა კლინიკურ გამოსავალს იმ პაციენტებში, რომლებშიც რეპერფუზიული თერაპია დაიწყო კლინიკური სიმპტომების გამოვლენიდან 3,17 საათზე გვიან.
მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ადენოზინით თერაპია ეფექტური იყო ყველა შემთხვევაში იმის მიუხედავად, რა სახის იყო თანმხლები თერაპია, პერკუტანეული კორონარული ჩარევა თუ თრომბოლიზისი,
მეცნიერთა აზრით, იმისათვის, რომ ადენოზინი შეთავაზებული იქნას სტანდარტული თერაპიის სახით, აუცილებელია ფართემასშტაბიანი კვლევის ჩატარება.

http://Solvay-pharma.ru

2006.12.08