<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   ჯანმრთელობის ოპტიმალური დაცვისთვის აუცილებელია К ვიტამინის რეგულარული მიღება

ექიმთა რეკომენდაციით, გარკვეული რაოდენობის К ვიტამინის რეგულარული მიღება აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, არტერიებსა და თირკმლებში კალციუმის მარილების დაგროვების, ძვლების მტვრევადობისა და ასევე, კიბოს განვითარების თავიდან ასაცილებლად. ოკლენდის (აშშ) კვლევითი ინსტიტუტის მედიკოსებმა გააანალიზეს ასობით სტატია 1970 წლიდან ჩატარებული კვლევების შესახებ და დაასკვნეს, რომ К ვიტამინი ძალზედ მნიშვნელოვანია პროფილაქტიკური მედიცინისთვის და ვიტამინებისა და მინერალების ოპტიმალური მოხმარებისთვის.
К ვიტამინის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ქრონიკული დაავადებების განვითარება, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, კიბო და ჭკუასუსტობა, ამასთან ერთად, ორგანიზმში მიმდინარე დაბერების პროცესების დაჩქარებაც, ამტკიცებენ სპეციალისტები. ასეთი ქრონიკული და პოტენციურად სასიკვდილო მდგომარეობის განვითარების ალბათობის თავიდან ასაცილებლად თერაპევტები გვირჩევენ К ვიტამინის სისტემატურ მიღებას პოლივიტამინური დანამატების ან საკვები პროდუქტების სახით. К ვიტამინის ძირითად წყაროს წარმოადგენს მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული (ისპანახი, ყვავილოვანი და ბრიუსელის კომბოსტო), ხორბალი, შვრია და ჭვავი.
К ვიტამინი აუცილებელია სისხლის შედედებისთვის – ამ პროცესზე პასუხისმგებელი 16 ცნობილი ცილიდან თითქმის ნახევარი დამოკიდებულია ნივთიერების კონცენტრაციაზე ორგანიზმში. К ვიტამინზე დამოკიდებული სხვა ცილები მონაწილეობენ იმუნური სისტემის მუშაობაში, არტერიებისა და ძვლოვანი სისტემის ფორმირებაში. მიკროელემენტი სასიცოცხლოდ აუცილებელია ჯანმრთელობის სათანადოდ დაცვისთვის და მთელი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირების შენარჩუნებისთვის. მიღებული შედეგების მიხედვით, ბევრი ადამიანი ვერ ღებულობს საკვებით К ვიტამინის საჭირო რაოდენობას. თერაპევტების თქმით, აუცილებელია რეგულარულად 100 მიკროგრამი К ვიტამინის საკვები რაციონით ან ვიტამინების სახით მიღება.

http://Ami-tass.ru

2009.09.22