<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   ვიტამინი С იცავს კანს დაბერებისგან, დაზიანებისგან და კიბოსგან

ვიტამინ С-ს ეპიდერმისის უჯრედებისთვის მნიშვნელოვანი დაცვითი ფუნქციები აღენიშნება და იწვევს კანის ქსოვილის რეგენერაციის გაუმჯობესებას, აღნიშნავენ ინგლისელი და პორტუგალიელი მკვლევარები.

კვლევებმა აჩვენა, რომ ვიტამინ С-ს ერთ-ერთი ფორმა ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას და იცავს კანის უჯრედებს დნმ-ის დაზიანებისგან, მათ შორის, ულტრაიისფერი გამოსხივებისგან, რომელიც აღინიშნება გენოტოქსიკური აგენტების მოქმედებით და იწვევს კანის კიბოს განვითარებას და მავნე თავისუფალი რადიკალების წარმოშობას.

ლაბორატორიული ტესტირებისას დერმატოლოგებმა გააანალიზეს ვიტამინის წარმოებულის – ასკორბინის მჟავა 2-ფოსფატის გავლენა კანის ფიბრობლასტებში, აკვირდებოდნენ გენების გააქტიურებას შემაერთებელი ქსოვილის უჯრედებში. დადგინდა, რომ ვიტამინი С იწვევს ფიბრობლასტების გაყოფის და დაზიანებულ უბანში გავრცელების სტიმულირებას და აძლიერებს დნმ-ის პოტენციურად მუტაგენური დაზიანებების აღმოფხვრის უნარს.

მკვლევარების მიერ გამოვლენილი მექანიზმი საშუალებას იძლევა გავიგოთ თუ როგორ უწყობს ხელს ვიტამინი С კანის სიჯანსაღის შენარჩუნებას, ჭრილობების შეხორცებას და დნმ-ში ჟანგვითი პროცესების დაბლოკვას.

კოსმეტოლოგიური წარმოებისთვის ეს აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია: ცნობილია, რომ თავისუფალი რადიკალები იწვევენ კანის ნაადრევ დაბერებას, ხოლო ვიტამინი С-ს ტიპის ანტიოქსიდანტები ეწინააღმდეგებიან ამ ნაერთების დამაზიანებელ მოქმედებას.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ვიტამინი С-ს საფუძველზე მოხერხდება უფრო ეფექტური საშუალებების შემუშავება კანის დაბერებისა და კიბოს განვითარების საწინააღმდეგოდ, ასევე კანის საფარველის დაზიანებების სამკურნალოდ.

http://Ami-tass.ru

2009.09.14