<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   იაპონელებმა შექმნეს ტუბერკულოზის სამკურნალო ახალი მედიკამენტი

იაპონელი მეცნიერები იუწყებიან, რომ მათ აღმოაჩინეს ნივთიერება, რომელსაც შეუძლია განკურნოს მედიკამენტების მიმართ მდგრადი ტუბერკულოზი. ანგარიში ჩატარებული კვლევის შესახებ გამოქვეყნებული იქნა ჟურნალში PLoS Medicine.
OPC-67683-ის სახელით ცნობილი შენაერთის პირველი გამოცდები ტარდებოდა ტუბერკულოზით დასნებოვნებულ თაგვებზე.
იაპონელი მიკრობიოლოგის მაკოტო მაცუმოს სიტყვებით, ახალი პრეპარატი არღვევს სქელ პოლისაქარიდულ კედლებს, რომელიც იცავს ტუბერკულოზის მიკობაქტერიას არასახარბიელო პირობებში და ხელს უშლის პათოგენური მიკრობების გამრავლებას. გამოსაცდელმა პრეპარატმა აჩვენა თავისი ეფექტურობა ბაქტერიების იმ სახესხვაობის შემთხვევაშიც, რომლებიც გამოირჩეოდნენ რეზისტენტობით მრავალი მედიკამენტის მიმართ.
ამჟამად მეცნიერები ელოდებიან პრეპარატის პირველი კლინიკური გამოცდების ჩატარების უფლებას. ახალი პრეპარატის მიმართ რეზისტენტობის განვითარების თავიდან ასაცილებლად მეცნიერები ურჩევენ მედიკოსებს, გამოიყენონ ის სხვა ძლიერმოქმედ მედიკამენტებთან კომბინაციაში.
მსოფლიოს მოსახლეობის ერთი მესამედი ტუბერკულოზის მიკობაქტერიის მატარებელია. ამ ბაქტერიას შეუძლია წლების განმავლობაში დაფარულად იარსებოს ორგანიზმში და გამოიწვიოს დაავადება იმუნიტეტის დაქვეითების შემთხვევაში. განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენს ტუბერკულოზის ის გამომწვევები, რომლებიც რეზისტენტულნი არიან ტუბერკულოზის არსებული სამკურნალო პრეპარატებიდან მინიმუმ ორის მიმართ. ბოლო წლებში აღინიშნა ტუბერკულოზის ზემდგრადი ფორმების რიცხვის ზრდა, რომლებიც პრაქტიკულად არ ექვემდებარება მედიკამენტურ მკურნალობას.

 Mednovosti.Ru

2006.12.01