<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   ექსტაზი მცირე დოზებშიც კი სახიფათოა ტვინისათვის

პოპულარული საკლუბო ნარკოტიკის ექსტაზის მცირე რაოდენობამაც კი შეიძლება მიაყენოს სერიზული ზიანი თავის ტვინს, გვაფრთხილებენ ჰოლანდიელი მედიკოსები (ამერიკის რადიოლოგთა საზოგადოების ყოველწლიური კონფერენციის ანგარიში)
სპეციალისტებმა ამსტერდამის უნივერსიტეტიდან შეარჩიეს 188 ”პრობლემური” ახალგაზრდა, რომლებიც სარისკო ქცევით გამოირჩეოდნენ, თუმცა არასდროს არ ქონდათ გასინჯული ექსტაზი. გამოსაცდელ პირებს სთხოვეს, გაევლოთ ტესტი მეხსიერების შესამოწმებლად და ჩაუტარეს თავის ტვინის სკანირება.
18 თვის გასვლის შემდეგ პირველი ჯგუფიდან გამოყოფილი იქნა კვლევის 59 მონაწილე, რომლებმაც ამ პერიოდში მოასწრეს ნარკოტიკის გასინჯვა. განმეორებითმა კვლევამ გამოავლინა მათში მეხსიერების დაქვეითება და თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გაუარესება.
სულ ექსპერიმენტის პერიოდში მონაწილეებს ბოლო ჯგუფიდან საშუალოდ 6 აბი ექსტაზი ქონდათ მიღებული.
ცნობილია, რომ ექსტაზის დიდი დოზებით მიღების შედეგია დეპრესიისადმი მიდრეკილება, შფოთვა, სერიოზული დარღვევები ძილისა და ხანმოკლე მეხსიერების მხრივ. ამ ნარკოტიკის ხანმოკლე მიღების ეფექტები ჯერჯერობით შესწავლილი არ არის.
როგორც კვლევის ხელმძღვანელი Maartje de Win აღნიშნავს, მიღებული შედეგები არ აძლევს მეცნიერებს იმის მტკიცების საშუალებას, შექცევადია თუ არა ტვინზე ექსტაზის ზემოქმედების ნეგატიური შედეგები. ”ამრიგად, შეუძლებელია ვილაპარაკოთ იმის შესახებ, რომ ექსტაზი მცირე დოზებში სახიფათო არ არის ტვინისათვის და ადამიანებმა უნდა იცოდნენ ამის შესახებ”, - ამბობს დე ვინი.

http://Mednovosti.Ru

2006.11.30