<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   იგნორირებული ქოლესტერინი მიოკარდიუმის ინფარქტს იწვევს

დანიელმა მკვლევარებმა იპოვეს მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებაში ქოლესტერინის ხშირად იგნორიებული ფორმის მნიშვნელობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
მათი განცხადებით, ქოლესტერინის ნაკლებად ცნობილი ფორმის ლიპოპროტეინ (a)-ის შედარებით მაღალი დონე მიოკარდიუმის ინფარქტის რისკ-ფაქტორს წარმოადგენს. მისი შემცველობა, ჩვეულებრივ, შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს სხვადასხვა ადამიანში.
სტატინები, რომელსაც მოიხმარს მილიონობით ადამიანი მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის თავიდან ასაცილებლად, არ მოქმედებს ლიპოპროტეინ (a)-ზე, აღნიშნავს კვლევის ხელმძღვანელი კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის მკვლევარი ბორგე ნორდესტგაარდი (Borge Nordestgaard). აღნიშნულ კვლევას შეუძლია ახსნას ის ფაქტი, თუ რატომ არ არის ეფექტური სტატინები ზოგიერთი ადამიანისთვის.ს ტატინები ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის (LDL) ე.წ. “ცუდი” ქოლესტერინის დონეს.
ჟურნალში “Journal of the American Medical Association” გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ლიპოპროტეინ (a)-ის ყველაზე მაღალი მაჩვენებლების მქონე ადამიანებში ორიდან სამჯერ მატულობს მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკი ყველაზე დაბალი მაჩვენებლების მქონე ადამიანებთან შედარებით. ლიპოპროტეინი (a) არის ქოლესტერინის იმ ფორმათაგან ერთ-ერთი, რომლის დონე თითქმის მთლიანად განსაზღვრულია გენეტიკურად.
მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებაში ლიპოპროტეინ (a)-ის მნიშვნელობის დასადგენად დანიელმა მეცნიერებმა 1976 წელს გააანალიზეს 45 000 მამაკაცისა და ქალის აღებული სისხლის ანალიზი გენებსა და ლიპოპროტეინ (a)-ზე და შემდეგ დააკვირდნენ მათ 2007 წლამდე.
ლიპოპროტეინ (a)-ის ყველაზე მაღალი მაჩვენებლების მქონე ადამიანებში აღინიშნებოდა მიოკარდიუმის ინფარქტის ყველაზე მეტი შემთხვევა. ერთი განსაზღვრული გენეტიკური ვარიაცია შეიმჩნეოდა მაღალი ლიპოპროტეინ (a)-ის მქონე ადამიანების დაახლოებით ერთ მეოთხედში.
ნორდესტგაარდის თქმით, აქამდე ლიპოპროტეინ (a)-ს მნიშვნელობას სერიოზულად არ აღიქვამდნენ, ხოლო ამჟამად კვლევით დადგინდა მისი LDL -ის მსგავსი მნიშვენელობის შესახებ მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებაში.
პრობლემას წარმოადგენს ლიპოპროტეინ (a)-ზე მცირე კონტროლის არსებობა, რომლის დონე შეიძლება ათასჯერ უფრო განსხვავებული იყოს ინდივიდებს შორის.
ვიტამინი ნიაცინი, რომელიც ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ეფექტურია ლიპოპროტეინ (a)-ს შემთხვევაშიც. ამ უკანასკნელის დონის შემცირება შეუძლია ასპირინსაც.
ნორდესტგაარდს იმედი აქვს, რომ მომავალში წამლის მწარმოებლები შეიმუშავებენ უშუალოდ ლიპოპროტეინ (a)-ზე მოქმედ მედიკამენტებს.

Michael Kahn

http://www.reuters.com

2009.06.10