<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   ბოტოქსი ასთმისა და კიბოს სამკურნალოდ

ესთეტიკურ მედიცინაში გამოყენებულ ცნობილ ტოქსინს უფრო მეტი სარგებელი აღმოაჩნდა. ბოტოქსად წოდებული ბოტულინის ნეიროტოქსინი (BoNT) ახდენს სახის კუნთების იმობილიზაციას, რასაც იყენებენ ნაოჭების გადასწორების ან ნეირომისკულარული დარღვევების მკურნალობისთვის. ამჟამად მოხდა მისი ისეთი მოდიფიკაცია, რომ შესაძლებელი გახდეს ამ პრეპარატის ასთმისა და, სავარაუდოდ, კიბოს სამკურნალოდ გამოყენება.
BoNT-ის მოქმედებით იშლება SNAREs პროტეინი, რომელიც მონაწილეობს უჯრედიდან სხვადასხვა ნივთიერებების გამოყოფაში. ჩვეულებრივ, BoNT მოქმედებს მხოლოდ ნეირონების SNAREs-ზე, რაც იწვევს ნეირომედიატორების გამოყოფის შეკავებას და შედეგად, კუნთებსა და ტვინს შორის კავშირის გაწყვეტას.
სხვადასხვა SNAREs შეუძლია უჯრედებიდან ისეთი ნივთიერებების გამოყოფა, როგორიცაა ლორწო ან იმუნური ქიმიკატი ციტოკინი. ჯოზეფ ბარბიერმა (Joseph Barbieri) და მისმა კოლეგებმა ვისკონსინის სამედიცინო კოლეჯიდან (Medical College of Wisconsin) მოახდინეს ამინომჟავის ჩანერგვით BoNT-ის ისეთი მოდიფიკაცია, რომ მას შესძლებოდა ეპითელური უჯრედების SNAREs-ის დაშლა.
ადამიანის უჯრედის კულტურაზე მოდიფიცირებული ტოქინის დამატებით მოხდა ციტოკინისა და მუცინის (ლორწოს შემადგენელის) გამოყოფის ინჰიბირება.
მოდიფიცირებული ტოქსინი შეიძლება გამოყენებული იყოს ასთმის სამკურნალოდ, როდესაც აღინიშნება ფილტვის უჯრედების მიერ ჭარბი ლორწოს გამოყოფა და ასევე, კიბოს შემთხვევაში, როდესაც ხდება ციტოკინის გადაჭარბებული პროდუქცია.
მკვლევარების თქმით, შემდეგ საფეხურს წარმოადგენს მოდიფიცირებული ტოქსინის რეცეპტორების მიერ შეკავება, რაც უზრუნველყოფს მის გამოყენებას მხოლოდ განსაზღვრულ უჯრედებში.

http://www.newscientist.com

2009.06.09