<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   ბოტოქსის მომხმარებელი მკაცრად უნდა იყოს გაფრთხილებული მოსალოდნელი რისკების შესახებ

ბოტოქსისა და მისი მსგავსი პრეპარატების მომხმარებელი მკაცრად უნდა იყოს გაფრთხილებული იმ პოტენციური სასიკვდილო გართულებების შესახებ, რაც შეიძლება თან ახლდეს ამ პრეპარატების ორგანიზმში გავრცელებას, ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის პროდუქტებისა და მედიკამენტების კონტროლის სამმართველომ.
ამ განცხადებას საფუძვლად ედო მოზრდილებსა და ბავშვებში სიკვდილიანობისა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების დაფიქსირება ბოტულინის ტოქსინის სამკურნალო მიზნით გამოყენების დროს.
“ბოტულინის პროდუქტების მოხმარებას შეუძლია როგორც სარგებლობის, ისე სერიოზული ზიანის მოტანაც, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველამ, ვინც იყენებს ამ პრეპარატს იცოდეს შესაძლო რისკების შესახებ”, - ამბობს პროდუქტებისა და მედიკამენტების კონტროლის სამმართველოს უფროსის მოადგილე დოქტორი ელის უნგერი (Ellis Unger).
ექსპერტთა თქმით, არარსებობს რაიმე შეტყობინება სერიოზული ზიანის შესახებ კოსმეტიკური მიზნით ბოტოქსის ინექციის დადგენილი დოზებით მოხმარებისას. ბოტოქსი ერთ-ერთ ყველაზე კარგად პოპულარულ პროდუქს წარმოადგენს.
ბოტულინის ტოქსინი იწვევს კუნთების რელაქსაციას ან დამბლას და გამოიყენება ნაოჭების გასწორებისა და რიგი მდგომარეობების სამკურნალოდ ყელის სპაზმიდან დაწყებული იღლიის ოფლიანობით დამთავრებული.
ზოგ შემთხვევაში ხდება ტოქსინის გავრცელება სხეულის სხვადასხვა ნაწილში, რასაც შეიძლება თან ახლდეს ისეთი გართულებები, როგორიცაა კუნთოვანი სისუსტე, სუნთქვისა და მეტყველების პრობლემები, მხედველობის დაბინდვა და შარდის ბუშტის კონტროლის დაკარგვა.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ სიკვდილიანობისა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების სიმცირის მიუხედავად, გაფრთხილება მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ მაინც მკაცრი უნდა იყოს დაცული.
ბავშვებში დაფიქსირებული ზიანის შემთხვევები უკავშირდებოდა აღნიშნული პრეპარატების არადადგენილი დოზებით გამოყენებას ცერებრალური დამბლის დროს, ხოლო მოზრდილებში - სპასტიკური მდგომარეობების დროს.
პრეპარატების მწარმოებლების განცხადებით, პროდუქტებისა და მედიკამენტების კონტროლის სამმართველოსთან შეთანხმებით მოხდება აღნიშნული საფრთხის შესაბამისი მინიშნების დატანა ეტიკეტებზე.

http://www.reuters.com

2009.05.01