<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   შემუშავებულია ახალი საშუალება ხანგრძლივი გაუტკივარებისათვის

მკვლევარებმა ბოსტონის (მასაჩუსეტსის შტატი, აშშ) საბავშვო ჰოსპიტლიდან შეიმუშავეს ხანგრძლივი მოქმედების ახალი გამაუტკივარებელი საშუალება, იუწყება Science Daily. ამისთვის მეცნიერებმა ძლიერი ანესთეტიკის საქსიტოქსინის მცირე რაოდენობა მოათავსეს ცხიმოვან კაფსულაში, ე.წ. ლიპოსომაში.
კვლევის დროს მეცნიერებმა ლიპოსომების ორი სახე გამოცადეს: ერთი მათგანი შეიცავდა მხოლოდ საქსიტოქსინს, ხოლო მეორე ანესთეტიკს, რომელსაც დამატებული ჰქონდა ჰორმონული პრეპარატი დექსამეტაზონი, რომელიც აძლიერებდა გამაუტკივარებელი ნივთიერების მოქმედებას. საქსიტოქსინიანი ლიპოსომების გამოყენების შემდეგ ანესთეზია გრძელდებოდა ორი დღის განმავლობაში, ხოლო ორი პრეპარატის შემცველი ლიპოსომების გამოყენებისას - ერთ კვირაზე მეტ ხანს.
ერთ-ერთი მკვლევარის დოქტორ დენიელ კოხეინის (Daniel Kohane) სიტყვებით, გამაუტკვარებელი ნივთიერების შემცველი ლიპოსომების გამოყენების უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ის არ იწვევს ნერვებისა და კუნთების ტოქსიურ დაზიანებას, რაც, ჩვეულებრივ, ვითარდება ანესთეტიკის შეყვანისას.
მეცნირები თვლიან, რომ ახალი საშუალება შეიძლება გამოყენებული იქნას ქირურგიული ჩარევების დროს და მას შემდეგ, ასევე მწვავე და ქრონიკული ტკივილის მკურნალობის დროს. გარდა ამისა, ახალი მეთოდიკა გამოსადეგია ასევე სხვა სამკურნალო მედიკამენტების შესაყვანადაც.

http://Medportal.ru

2009.04.22