<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   სტატინები ერთი მუხუთედით ამცირებს ინსულტის განვითარების რისკს

ჰიპოქოლესტერინემიული პრეპარატები ერთი მუხუთედით ამცირებს ინსულტის განვითარების რისკს, იტყობინებიან მეცნიერები წარსულში განხორციელებული 165 000 ადამიანის მომცველი 24 კლინიკური კვლევის გაერთიანებული ანალიზის საფუძველზე.
წამლების ეს ძალზედ წარმატებული კლასი – ძირითადი საყრდენი მილიონობით გულით დაავადებული ადამიანისთვის – ასევე ავლენს თავის ტვინის სისხლით უზრუნველმყოფი კაროტიდული არტერიის ბლოკირების საწინააღმდეგო ეფექტს, აღნიშნავენ ფრანგი მეცნიერები ჟურნალში “Lancet Neurology”.
მეტა ანალიზის დასკვნით, ინსულტის განვითარების რისკი მცირდება 21%-ით სისხლში “ცუდი” დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების (LDL) ერთი მილიმოლ/ლიტრით შემცირების შემთხვევაში.
ადრე ჩატარებულმა კვლევებმა ნათლად ვერ აჩვენა ინსულტისთვის სტატინების გამოყენების პრევენციული მნიშვნელობის სურათი. წამყვან სტატინებს წარმოადგენს Pfizer's Lipitor, AstraZeneca's Crestor და შედარებით იაფი გენერიკული წამალი Simvastatin.
პარიზის დიდეროტის უნივერსიტეტის (Paris-Diderot University) მკვლევარის პიერ ამარენკოს თქმით, შემდგომ ნაბიჯს წარმოადგენს უსაფრთხოების და ეფექტურობის შეფასება ინსულტის გადატანის შემდეგ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების დაქვეითებაზე დაკვირვებით.

http://www.reuters.com

2009.04.15