<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   კომბინირებული აბი დაგვიცავს გულის შეტევისა და ინსულტისგან

იაფი “ხუთი-ერთში” აბი დაგვიცავს გულის შეტევისა და ინსულტისგან, აცხადებენ მკვლევარები.
მოსაზრება იმის შესახებ, რომ 55 წელზე მეტი ასაკის ადამიანებისთვის პოლიაბების მიცემას შეუძლია 80%-ით შეამციროს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, განიხილებოდა ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ, მაგრამ მას შემდეგ პროგრესი ამ მიმართულებით არ განხორციელებულა.
ამჟამად ინდოეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ამგვარ აბებს აქვს სასურველი ეფექტი და ამავე დროს უსაფრთხო და ადვილად გადასატანია.
კვლევაში გამოყენებული აბი წარმოადგენს ცალ-ცალკე ფართო გამოყენებაში მყოფი ხუთი ფარმაკოლოგიური ინგრედიენტის კომბინაციას – ასპირინის, ქოლესტერინის დონის დამწევი სტატინის და სამი წნევის დამაქვეითებელი წამლის, ასევე, ფოლიუმის მჟავის.
კვლევა ჩატარდა 2 053 ჯანმრთელ ადამიანზე, რომლებსაც არ ჰქონდათ კარდიოვასკულარული დაავადება, თუმცა აღენიშნებოდათ ისეთი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა სისხლის მაღალი წნევა ან თამბაქოს ხანგრძლივი მოხმარება. შედეგებმა აჩვენა, რომ კომბინირებულ წამალს ისეთივე ეფექტი ჰქონდა, როგორც თითოეულ წამალს ცალ-ცალკე. აღინიშნა სისხლის წნევისა და ქოლესტერინის დონის დაქვეითება რაიმე გვერდითი მოვლენების გარეშე.
ზოგიერთი მეცნიერი შიშობს, რომ აბებით გატაცებამ შეიძლება ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობა ყურადღების მიღმა დატოვოს.
კრიტიკოსების აზრით, მაღალი წნევისა და ქოლესტერინის პროფილაქტიკის პრობლემა უმჯებესია გადაწყდეს დიეტისა და ფიზიკური ვარჯიშის საშუალებით და არა აბების მიღებით.
ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია British Heart Foundation აღნიშნავს, რომ საჭიროა დამატებითი კვლევების წარმოება პოლიაბების სიკვდილიანობის დონეზე გავლენის უფრო ზუსტად დასადგენად.

http://news.bbc.co.uk

2009.04.06