<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   პრებიოტიკები ამცირებენ ატოპიური დერმატიტის რისკს

გერმანელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პრებიოტიკური ოლიგოსაქარიდების ნარევი, რომლებსაც აძლევენ ატოპიის რისკის მქონე ჩვილ ბავშვებს, ამცირებს ატოპიური დერმატიტის განვითარების რისკს სიცოცხლის პირველი 6 თვის განმავლობაში (Archives of Disease in Childhood).
დოქტორმა გიუნტერ ბოემმა (Gunther Boehm) და მისმა კოლეგებმა 259 ბავშვში გამოიკვლიეს სპეციფიკური პრებიოტიკური გალაქტო- და გრძელჯაჭვიანი ფრუქტო-ოლიგოსაქარიდების ნარევების ეფექტი ატოპიური დერმატიტის გამოვლინებაზე.
ბავშვებს, რომლებსაც კვებავდნენ ბოთლიდან, შემთხვევითი არჩევით დაენიშნათ ან 0,8გრ/100 მლ პრებიოტიკი ან პლაცებო. კვლევა დაასრულა ჯგუფმა, რომელშიც 102 ბავშვი იღებდა პრებიოტიკებს, ხოლო 104 - პლაცებოს. მთლიანობაში, ატოპიური დერმატიტი განუვითარდა 10 ბავშვს (9,8%) პრებიოტიკების ჯგუფიდან და 24-ს (23,1%) პლაცებოს ჯგუფიდან.
98 ბავშვისაგან შემდგარ ჯგუფს ჩაუტარდა ფეკალური ფლორის ანალიზი. პლაცებოს ჯგუფთან შედარებით, პრებიოტიკების ჯგუფში აღინიშნა ფეკალური ბიფიდობაქტერიების რიცხვის მნიშვნელოვანი მომატება. ლაქტობაქტერიების რაოდენობაში ცვლილებები ნანახი არ იქნა.
ავტორები მიიჩნევენ, რომ სპეციფიკური პრებიოტიკური ნარევი ნაწლავების ფლორის გზით ახდენს იმუნური სისტემის პოსტნატალური განვითარების მოდულირებას, რისი შედეგადაც მომავალში შეიძლება შემცირდეს ალერგია და ინფექციები.
როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, ალერგიის პრედიქტორული ბიომარკერის (როგორიცაა IgE-ს ანტისხეულები) დონის შემცირებისაგან განსხვავებით, სპეციფიკური ანტისხეულების პასუხი ვაქცინაციაზე არ იცვლებოდა, რაც გვიჩვენებს იმუნური პასუხის სრულ დადებით მოდულაციას.
პრებიოტიკების ნარევი კარგად მიიღო და აიტანა ყველა ბავშვმა.

http://Solvay-pharma.ru

2006.11.01