<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   მეცნიერებმა იპოვეს კიბოს უჯრედების გავრცელების მიზეზი

ბრიტანელმა მეცნიერებმა კიბოს კვლევის ინსტიტუტიდან განაცხადეს, რომ აღმოაჩინეს მეთოდი, რომელიც ხელს შეუშლის ორგანიზმში კიბოს უჯრედების გავრცელებას.
კიბოთი დაავადების შემთხვევაში სიკვდილის მიზეზს უფრო ხშირად - დაახლოებით 90%-ში - წარმოადგენს მეტასტაზები (სიმსივნური უჯრედები), რომელიც გადაინაცვლებს ორგანიზმის სხვა ნაწილებში, სადაც იწვევს დაავადების ახალი კერის განვითარებას.
როგორც ჟურნალი ”Cancer Cell journal” იტყობინება, სადაც გამოქვეყნებული იყო კვლევის შედეგები, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მეტასტაზების გავრცელება პირდაპირ კავშირშია ფერმენტ LOX-ის მოქმედებასთან.
ეს ფერმენტი კიბოს უჯრედებში აგზავნის სიგნალებს ორგანიზმში ახალი ადგილის მომზადების შესახებ ე.ი. მეტასტაზირებისთვის მზადყოფნის შესახებ.
კვლევის ხელმძღვანელის ჯანინ ერლერის თქმით, მათ გაუჩნდათ იმედი, რომ LOX-ის მაბლოკირებელი მედიკამენტის დახმარებით შეძლებენ მეტასტაზების წარმოშობის თავიდან აცილებას.

http://mignews.com

2009.03.10