<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   კიბოს უჯრედების გამანადგურებელი ახალი ”ბუშტუკოვანი” ტექნოლოგია

ნანო- და მიკროტექნოლოგიაზე დამყარებული ახალი მეთოდიკა, რომელიც შემუშავებულია დოქტორი რ.მარგალიტის ხელმძღვანელობით თელ-ავივის უნივერსიტეტის მეცნიერების ჯგუფის მიერ, საფუძვლად დაედო პროგრესული და მაღალეფექტური მედიკამენტების მიღებას.
კიბოს სამკურნალოდ გამოყენებულ ქიმიოპრეპარატებს ახასიათებს ბევრი გვერდითი მოვლენა, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ მათი ძლიერო მოქმედება ვრცელდება არა მარტო სიმსივნის უჯრედებზე, არამედ ჯანმრთელ გარემომცველ ქსოვილებზეც.

ახალი მეთოდიკით ამ მედიკამენტებისთვის გამოიყენება პაწაწინა ”ჭკვიანი” ბუშტუკები, რომელიც ავსებულია სამკურნალო საშუალებებით და ბუშტუკების ზედაპირზე განთავსებული აგენტის საშუალებით არჩევს დაავადებულ უჯრედებს ჯანმრთელისგან. ბუშტუკების საშუალებით წამალი ხვდება მხოლოდ კიბოთი დაზიანებულ უჯრედებში და არ ეხება სხვა უჯრედებს.

ონკოლოგიური დაავადებების ასეთი მკურნალობა არატოქსიურია, არ ახდენს პაციენტების იმუნური სისტემის ბლოკირებას და მნიშვნილოვნად უფრო ეფექტურია.

ეს მეთოდი ამჟამად გამოცდას გადის ცხოველებზე, მაგრამ მომავალში მისი გამოყენება შესაძლებელი გახდება ადამიანების სამკურნალოდ არა მხოლოდ ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევაში, არამედ დიაბეტის, რევმატოიდული ართრიტის, ინფექციური პროცესებისა და მრავალი სხვა რთული პრობლემების შემთხვევში.

http://bestmedisrael.com

2009.02.27