<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   ასპირინის მიღების შეწყვეტა გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში ცუდად აისახება პროგნოზზე

მიუხედავად იმისა, რომ აცეტილსალიცილის მჟავის პრეპარატების მნიშვნელოვანი როლი მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის პროფილაქტიკაში კარგად არის დადასტურებული და ეჭვს არ იწვევს, ზოგიერთი ავადმყოფი წყვეტს ასპირინის მიღებას თვითნებურად ან ექიმის რეკომენდაციით.
Giuseppe G.L. Biondi-Zoccai და თანაავტორების მიერ (European Heart Journal, DOI 10.1093/eurheartj/ehl334) ჩატარებული იქნა სისტემური ანალიზი გულის იშემიური დაავადების მქონე ავადმყოფებში დაავადების მიმდინარეობის პროგნოზზე ასპირინის შეწყვეტის ზეგავლენის შესწავლის მიზნით. კვლევის ავტორების მიერ გაანალიზებული იქნა 629 სკრინინგული გამოკვლევის დროს 50279 პაციენტზე დაკვირვებისას მიღებული მონაცემები. ანალიზმა აჩვენა, რომ გულის იშემიური დაავადების მქონე ავადმყოფების მიერ ასპირინის მიღების შეწყვეტა ზრდის არასასურველი შემთხვევების (სიკვდილი, მწვავე კორონარული სინდრომი, ინსულტი) განვითარების რისკს 3.14-ჯერ (P = 0.0001). ამ დროს არასასურველი შემთხვევების განვითარების განსაკუთრებული რისკი ასპირინის შეწყვეტის ფონზე აღინიშნა იმ ავადმყოფებში, რომლებსაც იმპლანტირებული ჰქონდათ ინტრაკორონარული სტენტი (შეფარდებითი რისკი 89,78).
ამგვარად, ავტორები აკეთებენ დასკვნას, რომ ასპირინის შეწყვეტა გულის იშემიური დაავადების დროს არასასურველ ზეგავლენას ახდენს პროგნოზზე. ასპირინის ან სხვა ანტიაგრეგანტების მოხსნა გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სისხლდენების რისკი აჭარბებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ არასასურველი შემთხვევების განვითარების რისკს.

http://Teveten.ru

2006.10.25