<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   შეიქმნა ახალი მედიკამენტი ტუბერკულოზის სამკურნალოდ

ინდოელმა მეცნიერებმა სერიოზულ წარმატებას მიაღწიეს - მათ შექმნეს ტუბერკულოზის სამკურნალო ახალი ეფექტური საშუალება. აღნიშნულ ერთ მედიკამენტს შეუძლიან შეცვალოს მთელი ”აფთიაქი” პრეპარატებისა, რომლებიც დღეისათვის გამოიყენება ამ უძველესი და ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადების მკურნალობისათვის.
ახალი მედიკამენტი შეიქმნა პრინციპით ”ყველაფერი ერთში”. იგი მრავალფუნქციონალურია, რაც შესაძლებლობას აძლევს მას, მასშტაბური იერიში მიიტანოს ტუბერკულოზის მიკობაქტერიის (კოხის ჩხირი ანუ ტუბერკულოზური ბაცილა) ყველა პათოგენურ თვისებაზე. სწორედ ამაში მდგომარეობს ამ პრეპარატის მთავარი ფასეულობა - შეცვალოს მთელი რიგი თერაპიული საშუალებები, რომელთაგანაც თითოეული პასუხისმგებელია ამ მიკრობის მხოლოდ ერთი განსაზღვრული მეტაბოლური კომპონენტის წინააღმდეგ ბრძოლაზე.
ეს გასაოცარი წამალი შეიქმნა ქალაქ ხაირაბადის უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის ცენტრში დელის იმუნოლოგიის ინსტიტუტთან თანამშრომლობით. დღეისათვის მედიკამენტმა, რომლის შემადგენლობაც ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია, გაიარა ლაბორატორიული ტესტირება და უახლოეს მომავალში დაგეგმილია მისი გამოცდა ადამიანებზე, ხოლო წარმატების შემთხვევაში, რეკომენდებული იქნება სერიული წარმოებისათვის.
როგორც ცნობილია, ტუბერკულოზს ჩვენს პლანეტაზე მიაქვს ყოველწლიურად ორ მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე. ინდოეთში ამ ინფექციიის გამო ყოველდღიურად იღუპება ათასამდე მცხოვრები. ახალი მედიკამენტი საშუალებას მისცემს დაავადებულ ადამიანებს, მნიშვნელოვნად შემცირდეს ტუბერკულოზის მკურნალობის ვადა, რაც დღეისთვის შეადგენს 6-9 თვეს. გარდა ამისა, ისინი შეძლებენ მედიკამენტების შესაძენად განკუთვნილი თანხების ეკონომიასაც.

http://Ami-tass.ru

2009.02.16