<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   ასპირინს შეუძლია დაზიანებისაგან დაიცვას ღვიძლი

ასპირინის უბრალო აბმა შეიძლება თავიდან აგვაცილოს ღვიძლის დაზიანება, რომელიც აღენიშნება მილიონობით ადამიანს. იელის უნივერსიტეტის კლინიცისტებმა ცნობილი პრეპარატის ეფექტების გამოსაცდელად ჩაატარეს ლაბორატორიული გამოცდები თაგვებზე და აღმოაჩინეს, რომ მედიკამენტი ამცირებს აცეტამინოფენის ან პარაცეტამოლის (სიცხისდამწევი და გამაუტკივარებელი პრეპარატი) გადამეტდოზირებით გამოწვეულ სასიკვდილო გამოსავლის შემთხვევებს.
ასევე დაფიქსირებული იქნა, რომ მოლეკულების კლასს, რომელსაც უწოდებენ TLR ანტაგონისტებს და რომლებიც აბლოკირებენ ანთებითი რეცეპტორების მუშაობას, ასევე გააჩნია ასპირინის მსგავსი ეფექტები. როგორც ვარაუდობენ, ეს აგენტები ამცირებენ ანთების მავნე შედეგებს. ამდენად, მეცნიერები მოელიან, რომ ასპირინს ექნება პროფილაქტიკური და სამკურნალო მოქმედება მთელი რიგი არაანთებითი მიზეზებით გამოწვეული ღვიძლის დაავადებების მიმართაც.
როგორც ერთ-ერთმა მკვლევარმა დოქტორმა ვადჟახატ მეხალმა აღნიშნა, სხვადასხვა ნივთიერებებს, მათ შორის ალკოჰოლსა და ძლიერ მედიკამენტებს, შეუძლია დააზიანოს ღვიძლი. ექიმებმა აღმოაჩინეს ორგანოს დაზიანების ბლოკირების ორი საშუალება: ისინი თვლიან, რომ ასპირინის ან TLR აგენტების ყოველდღიური მიღება შესაძლებელს გახდის ღვიძლის დაავადების დამარცხებას. ასპირინი, განსხვავებით სხვა დანარჩენი პრეპარატებისაგან, არატოქსიურია და ბევრად ნაკლები გვერდითი მოვლენები აქვს ორგანიზმზე, ასევე შეიძლება მისი პრაქტიკული გამოყენება ღვიძლის დაავადებების სამკურნალო სხვა მეთოდებთან ერთადროულად, თვლიან ამერიკელი მედიკოსები.

http://Ami-tass.ru

2009.02.02