<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   ჩატარდა ნეირონების გენეტიკური დაავადების საწინააღმდეგო, ორი ახალი წამლის გამოცდა კანის პროგრამირებულ უჯრედებზე

აშშ მეცნიერებმა მოახდინეს ნერვული სისტემის მძიმე მემკვიდრეობითი დაავადების შედეგად გარდაცვლილი ადამიანის კანის უჯრედების პროგრამირება ღეროვან უჯრედებად, რომელთაგანაც გამოზარდეს ამ დაავადებით “ინფიცირებული” ნერვული უჯრედების კულტურა. ნეირონების მიღებული კულტურა აღმოჩნდა ეფექტური საშუალება სამკურნალო პრეპარატების ლაბორატორიული ტესტირებისათვის.
როგორც განაცხადეს ვისკონსინის უნივერსიტეტის მკვლევარებმა მედისონში, კანის ფიბრობლასტების (უჯრედები, რომლებიც ახდენენ შემაერთებელი ქსოვილის უჯრედგარე ნივთიერების – კოლაგენის სინთეზირებას) ტრანსფორმაციამ ინდუცირებულ პლურიპოტენტურ ღეროვან უჯრედებად წარმატებით ჩაიარა.
შემდეგ, ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებით, მეცნიერებმა ამ უჯრედებიდან მიიღეს ნეირონები, რომლებიც ატარებდნენ ზურგის კუნთების ატროფიის ნიშნებს, რომლითაც დაავადებული იყო ფიბრობლასტების დონორი.
ეს დაავადება განპირობებულია გენ SMN1-ის მემკვიდრეობითი მუტაციით, რომელიც იწვევს მამოძრავებელი ნეირონების დეგენერაციას და შედეგად, კუნთების პროგრესირებადი სისუსტის ჩამოყალიბებას, რაც მთავრდება დამბლით და სიკვდილით. ამ ტიპის კუნთოვანი ატროფიის სამკურნალო წამალი არ არსებობს, ვინაიდან დღემდე ვერ მოხერხდა დაავადების მოდელირება ცხოველებზე.
მკვლევართა ჯგუფმა პროფ. კლაივ სვენდსენის ხელმძღვანელობით, მიღებული ნერვული უჯრედების კულტურა გამოიყენა ამ დაავადების სამკურნალო, პოტენციურად ეფექტური 2 წამლის გამოცდისათვის. ესენია: კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატი და ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკი – ტობრამიცინი.
ექსპერიმენტი წარმატებული აღმოჩნდა - ორივე წამალი ასტიმულირებდა იმ მექანიზმებს, რომლებიც ახდენენ გენეტიკური დეფექტის ნაწილობრივ კომპენსაციას.
ახალი კვლევის შედეგების მიხედვით, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სპინალური კუნთების ატროფიის მქონე პაციენტებში შესაძლებელი გახდება მდგომარეობის გაუმჯობესება და ამ დაავადების პროგრესირების შენელება. მანამდე კი, ზ. ა. პრეპარატების კლინიკურ პრაქტიკაში დასანერგად, საჭიროა მათი ეფექტურობისა და უსაფრთხოების დასადგენი, მრავალსაფეხურიანი კვლევის ჩატარება.

http://www.medlinks.ru

2008.12.23