<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   ცოგ-2 სელექტიური ინჰიბიტორების და სხვა არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებების ზეგავლენა გულ-სისხლძარღვთა და თირკმლის დისფუნქციის რისკზე

ორი მეტა-ანალიზი მიეძღვნა ცოგ-2 სელექტიური ინჰიბიტორების და სხვა არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებების ზეგავლენას გულ-სისხლძარღვთა და თირკმლის დისფუნქციის რისკზე.
პირველი მეტა-ანალიზი შესრულდა დოქტორების Patricia McGettigan და David Henry-ს მიერ (ნიუკასტლის უნივერსიტეტი, New South Wales, ავსტრალია). მასში შევიდა 17 კვლევა ”შემთხვევა-კონტროლი”, 86 193 გულ-სისხლძარღვთა შემთხვევა (უპირატესად მიოკარდიუმის ინფარქტი და უეცარი კარდიული სიკვდილი), ასევე 528 000 საკონტროლო შემთხვევა. გარდა ამისა, მასში ჩართული იქნა 6 კოჰორტული კვლევა, რომელმაც მოიცვა 75 520 პაციენტი, რომლებიც იღებდნენ ცოგ-2 სელექტიურ ინჰიბიტორებს, 375 619 პაციენტი, რომლებიც იღებდნენ არასელექტიურ არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებს და 594 720 ადამიანი, რომლებიც არ იღებდნენ ამ პრეპარატებს.
როფეკოკსიბისათვის გულ-სისხლძარღვთა შემთხვევების განვითარების საერთო შეფარდებითმა რისკმა (შრ) შეადგინა 1,33-დან (25 მგ/დღ) 2,19-მდე (>25 მგ/დღ), რისკის განსაკუთრებით შესამჩნევი მატება აღინიშნა მიღებიდან პირველი თვის განმავლობაში. ცელეკოკსიბი არ ზრდიდა გულ-სისხლძარღვთა რისკს 200 მგ/დღ დოზირების შემთხვევაში. რისკის მატება აღინიშნა ინდომეტაცინის (შრ 1,30) და მელოქსიკამის (შრ 1,25) მიღების დროს, მაგრამ არა ნაპროქსენის, პიროქსიკამის ან იბუპროფენის მიღებისას.
გარდა ამისა, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის (ბოსტონი, მასაჩუსეტსი) მეცნიერებმა შეასრულეს ცოგ-2 ინჰიბიტორების 114 რანდომიზებული კლინიკური კვლევის მეტა-ანალიზი. კვლევაში მონაწილეთა საერთო რიცხვმა შეადგინა 116 084; 6394 –”თირკმელების” დაზიანებისათვის დამახასიათებელი მონაცემებით (2670-პერიფერიული შეშუპებით, 3489 -ჰიპერტონიით, 235 - თირკმლის დისფუნქციით); 286 - არითმიის შემთხვევებით.
საკონტროლო თერაპიასთან შედარებით, როფეკოკსიბის გამოყენება ასოცირდებოდა არითმიების ზრდის რისკთან (შრ 2,90), ასევე თირკმელების დაზიანების შემთხვეებთან (შრ 1, 53), განსაკუთრებით დოზების მომატებისა და მიღების ხანგრძლივობის გაზრდის შემთხვევაში. ცელეკოკსიბი, პირიქით, აქვეითებდა თირკმლის დისფუნქციისა (შრ 0,61) და ჰიპერტონიის (შრ 0, 83) რისკს. ვალდეკოკსიბი, პარეკოკსიბი, ეტორიკოკსიბი და ლუმირაკოკსიბი დამაჯერებლად არ მოქმედებდა რისკზე, - იუწყებიან დოქტორი Jingjang Zhang და მისი კოლეგები (JAMA 2006; advance online publication).

http://cardiosite.ru

2006.09.27