<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   იაფფასიანი ანტიბიოტიკი შველის სპილოს დაავადებას

ფართოდ გავრცელებული ცნობილი ანტიბიოტიკი დოკსიციკლინი არამარტო ხელს უშლის ფილარიოზის (სპილოს დაავადება) განვითარებას, არამედ მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ამ დამამახინჯებელი ტროპიკული დაავადების მოგვინებით სტადიაზე მყოფი ავადმყოფების ზოგად მდგომარეობას, აცხადებენ საერთაშორისო კვლევით პროექტში მონაწილე მეცნიერები (PLoS Pathology).
ფილარიოზის გამომწვევი პარაზიტული ჭიები ადამიანის ორგანიზმში შეაღწევენ მოსკიტების კბენის შედეგად და უხშირესად აზიანებენ საზარდულისა და იღლიის ფოსოს ლიმფურ ჯირკვლებს. დაავადების შედეგად კიდურებში, სასქესო ორგანოებსა და სარძევე ჯირკვლებში განვითარებული შეშუპებები საშინლად ამახინჯებს ადამიანს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მონაცემებით, მსოფლიოში აღრიცხულია ფილარიოზით დაავადებული დაახლოებით 120 მლნ ადამიანი. ჯანმო რეკომენდაციას უწევს ფილარიოზის ენდემურ კერებში წელიწადში ერთხელ ყველა მოსახლისათვის ფილარიის ჭუპრისათვის სასიკვდილო 2 პრეპარატის - ალბენდაზოლისა და დიეთილკარბამაზინის, შეყვანას, მაგრამ ამ პრეპარატებს არ შეუძლიათ მთლიანად გაანადგურონ პარაზიტული ჭიების მოზრდილი ფორმები და ამიტომ არაეფექტურია დაავადების მოგვიანებით სტადიაში.
კვლევაში, რომელიც ჩატარდა ლივერპულის ტროპიკული მედიცინის სკოლის თანამშრომლების მიერ გერმანიასა და განაში, მონაწილეობდა ფილარიოზით დაავადებული 51 პაციენტი. კვლევითი პროექტის კოორდინატორის დოქტორ მარკ ტეილორის სიტყვებით, კვლევის პროცესში აღმოჩნდა, რომ დოქსიციკლინი ანადგურებს არამარტო პარაზიტების ჭუპრებს, არამედ მოზრდილ ჭიებსაც, რაც აუმჯობესებს დაავადების მოგვიანებით სტადიაზე ავადმყოფების მდგომარეობას. მკვლევარები არ გამორიცხავენ, რომ დოქსიციკლინით თერაპიის კეთილისმყოფელი გავლენა ნაწილობრივ დაფუძნებულია ამ პრეპარატის უნარზე, გაანადგუროს პარაზიტი ჭიების სხეულში მობინადრე ბაქტერიები. მრავალი მეცნიერის აზრით, ფილარიოზის უმძიმესი გართულებების განვითარების მიზეზი არის არა პარაზიტული ჭია, არამედ დაზიანებულ ორგანოებში მეორადად განვითარებული ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციები.

http://mednovosti.ru

2006.09.26