<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   პოპულარულმა ანტიდეპრესანტებმა შესაძლოა ნაყოფის განვითარება შეაფერხონ

საერთაშორისო კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სეროტონინის სელექციური ინჰიბიტორების ჯგუფის ორი, პოპულარული ანტიდეპრესანტის მიღება ორსულობის პირველ ტრიმესტრში ხელს უწყობს ნაყოფის გულის განვითარების დარღვევას.
მეცნიერთა ჯგუფმა ისრაელიდან, გერმანიიდან და იტალიიდან გამოიკვლია 2191 ქალი, რომელთაგან 410 იღებდა ანტიდეპრესანტ პაროქსეტინს (პაქსილი) ორსულობის პირველ ტრიმესტრში, 314 – ფლუოქსეტინს (პროზაკი), ხოლო 1467 ქალი შეადგენდა საკონტროლო ჯგუფს.
სხვა რისკ-ფაქტორების მხედველობაში მიღების შემდეგ დადგინდა, რომ ფლუოქსეტინის მიღებისას ნაყოფის გულის განვითარების ანომალიების ალბათობა იზრდება 4,47-ჯერ, ხოლო პაროქსეტინის შემთხვევაში – 2,66-ჯერ. ეს მაჩვენებლები თანხვედრაშია ორსულობისას თამბაქოს მოხმარების შედეგად განვითარებული, ასეთივე ანომალიების რისკთან, კერძოდ 10 ღერ სიგარეტზე მეტის მოწევა დღეში 5,4-ჯერ, ხოლო 10-ზე ნაკლები რაოდენობის სიგარეტის მოწევა კი – 2,75-ჯერ ზრდის ამ ანომალიის რისკს.
ზემო-აღნიშნულ პრეპარატებსა და სხვა თანდაყოლილ ანომალიებს შორის კავშირი აღმოჩენილი არ ყოფილა. მკვლევარებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ კვლევის შედეგები არ ვრცელდება სეროტონინის სელექციური ინჰიბიტორების ჯგუფის სხვა პრეპარატებზე.
კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში “Obstetrics and Gynecology”.

http://www.medlinks.ru

2008.11.26