<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   ოთხი კარდიო-პრეპარატის კომბინაცია - გამოსავალი განვითარებადი ქვეყნებისათვის?

ოთხი მაღალეფექტური კარდიო-პრეპარატის კომბინაცია შესაძლებელს გახდის გადაიჭრას განვითარებად ქვეყნებში გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის მკურნალობისა და პროფილაქტიკის ეკონომიკური პრობლემა (Lancet 2006;368:679-86).
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) რეკომენდაციების თანახმად, ასპირინის, ორი მაღალეფექტური ანტიჰიპერტენზიული პრეპარატისა და სტატინის მიღება არამარტო ორჯერ ამცირებს სიკვდილობას მაღალი რისკის პაციენტებში და 2 წლით ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას, არამედ ამას ეკონომიურად ეფექტურად აკეთებს საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში.
დოქტორი Thomas Gaziano და მისი კოლეგები (ჰარვარდის სამედიცინო სკოლა, ბოსტონი, მასაჩუსეტსი) ახდენდნენ პირველადი პროფილაქტიკის მიზნით ასპირინის, კალციუმის ანტაგონისტის, აგფ-ინჰიბიტორისა და სტატინის კომბინაციის ეფექტურობის მოდელირებას, ხოლო მეორადი პროფილაქტიკის მიზნით თითქმის იგივე პრეპარატების კომბინაციას, სადაც კალციუმის ანტაგონისტი შეცვლილი იყო ბეტა-ბლოკერით. 6 განვითარებადი რეგიონისათვის (მსოფლიო ბანკის კრიტერიუმების გათვალისწინებით), გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის 10-წლიანი აბსოლუტური რისკის 25%-ზე მეტის მქონე პაციენტების პირველადი პროფილაქტიკის წყალობით მოხდა ეკონომიკური ეფექტურობის ინდექსის ზრდა შენარჩუნებული სიცოცხლის ერთ წელიწადზე, მისი ხარისხის (QALY) გათვალისწინებით, 745-890 აშშ დოლარით (582-694 ევრო), ხოლო 5%-ზე მეტი აბსოლუტური რისკის დროს - 1039-1221 აშშ დოლარით (810-952 ევრო) 1 QALY-ზე. მეორადი პროფილაქტიკისათვის ეს მონაცემები ვარირებდა 306-388 აშშ დოლარს შორის (239-303 ევრო). ყველა რეგიონში ეკონომიკური ეფექტურობის მაჩვენებელი დაახლოებით სამჯერ ნაკლები იყო, ვიდრე ერთ სულ მოსახლეზე ერთიანი ნაციონალური შემოსავალი, ანუ როგორც პირველადი, ასევე მეორადი პროფილაქტიკა ეკონომიკურად მომგებიანი აღმოჩნდა.

http://www.cardiosite.ru

2006.09.01