<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   კიბოს წამალი შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს გულს

ფართოდ გავრცელებულმა კიბოს სამკურნალო პრეპარატმა – გლივეკმა შესაძლოა დააზიანოს გულის ქსოვილი და გამოიწვიოს გულის უკმარისობა, აცხადებენ აშშ მკვლევარები.
გლივეკით მკურნალობამ კარგი შედეგი მოიტანა ქრონიკული მიელოიდური ლეიკემიის მქონე პაციენტებში. მან ასევე გაუხანგრძლივა სიცოცხლე კუჭის კიბოს იშვიათი ფორმის მქონე პაციენტებს. თუმცა თომას ჯეფერსონის სახელობის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ კვლევაში ნათქვამია, რომ ადამიანებმა ამ პრეპარატის გვერდითი ეფექტების შესახებაც უნდა იცოდნენ. წამლის მწარმოებელმა ფირმამ - ნოვარტისმა განაცხადა, რომ იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ გლივეკს, გულის უკმარისობის შემთხვევები იყო ძალზე იშვიათი. გლივეკი წარმოადგენს ახალი თაობის პრეპარატს, რომელიც გავლენას ახდენს სპეციფიკურ სამიზნეებზე კიბოს უჯრედის შიგნით.
ფილადელფიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოიკვლიეს ის პაციენტები, რომლებიც დაავადებული იყვნენ ქრონიკული მიელოიდური ლეიკემიით და იღებდნენ პრეპარატ გლივეკს. მათ ჩაატარეს ექსპერიმენტები როგორც თაგვებზე, ასევე ადამიანებში და აღმოაჩინეს, რომ პრეპარატს ორივე შემთხვევაში შეუძლია გამოიწვიოს გულის უკმარისობა. ქრონიკული მიელოიდური ლეიკემია დაკავშირებულია ერთ-ერთი სახეობის ენზიმების, კერძოდ აბელსონ თიროზინ კინაზას ზეაქტივობასთან. ეს ზეაქტივობა იწვევს სისხლის თეთრი უჯრედების დიდი რაოდენობით წარმოქმნას, რაც დაკავშირებულია კიბოს განვითარებასთან. გლივეკი, ზემოაღნიშნული ენზიმის გამოყოფის შეწყვეტით, ხელს უშლის ამ პროცესის პროგრესირებას. პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ აბელსონ თიროზინ კინაზა გარკვეულ როლს ასრულებს ასევე გულის კუნთის სიჯანსაღის თვალსაზრისით. ამგვარად, ენზიმის გამოყოფის შეწყვეტით, გლივეკი ახდენს გულის კუნთის მუშაობის დაქვეითებას, რასაც შემდგომში გულის უკმარისობამდე მივყავართ.
კიბოს საწინააღმდეგო სხვა პრეპარატები ასევე დაკავშირებულია გულის პრობლემების რისკთან, თუმცა ისინი მაინც გამოიყენება კიბოს პრევენციაში, ვინაიდან სარგებელი გაცილებით დიდია, ვიდრე გულის დაავადების რისკი.

http://news.bbc.co.uk

2006.07.24