<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   ანტიბიოტიკების გამოყენება არასასურველია სურდოს დროს

ექიმები უნდა მოერიდონ ანტიბიოტიკების დანიშვნას სურდოს მქონე პაციენტებში, ნათქვამია ბრიტანეთში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის შედეგებში.
ოკლენდის უნივერსიტეტეტის მკვლევარებმა გააანალიზეს 7 კვლევის შედეგები, რომელშიც მონაწილეობდნენ სურდოს მქონე ის პაციენტები, რომლებსაც ჰქონდათ შეფერილი გამონადენი – გაცივების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი. მათ აღმოაჩინეს, რომ ანტიბიოტიკებით მკურნალობამ ყოველი შვიდი ადამიანიდან მხოლოდ ერთში მოიტანა სარგებელი, ხოლო დანარჩენ პაციენტებში სურდომ თავისით გაიარა. ეს მონაცემები გამოქვეყნდა ”ბრითიშ მედიქალ ჯორნელ”-ში. მკვლევართა თანახმად, ანტიბიოტიკების დანიშვნა მიზანშეწონილია მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში. თუმცა კვლევის ერთ-ერთი თანაავტორი, პროფ. ბრიუს აროლი (Bruce Arroll) განსხვავებული აზრისაა.
ექიმები ანტიბიოტიკებს ხშირად რესპირატორული ტრაქტის ინფექციების გამო ნიშნავენ, ამ დროს ნაზალური გამონადენი ჩირქოვანია. ანტიბიოტიკები ალბათ ეფექტურია ასეთ შემთხვევებში, თუმცა მათ ზიანის მოტანაც შეუძლიათ და ამიტომ პაციენტთა უმეტესობა თავს უკეთესად უნდა გრძნობდეს მათ გარეშე. ანტიბიოტიკები მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მივიღოთ, თუ სიმპტომები ხანგრძლივი დროის მანძილზე გაგრძელდება.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ანტიბიოტიკებს ხშირად ახასიათებთ გვერდითი ეფექტები, მათ შორის პირღებინება, დიარეა და ტკივილი მუცლის არეში.
ბრიტანეთის სამეფო კოლეჯის წარმომადგენელმა, პროფ. ჯიმ კენედიმ განაცხადა, რომ ოჯახის ექიმები დიდ ბრიტანეთში ძალზე იშვიათად უნიშნავენ თავიანთ პაციენტებს ანტიბიოტიკებს სურდოს დროს – ყოველი 100 პაციენტიდან მხოლოდ 1 თუ იღებს მათ. ხოლო ანტიბიოტიკების დანიშვნას მიზანშეწონილად მხოლოდ მაშინ მიიჩნევენ, როცა პაციენტი დაავადებულია ბრონქული ასთმით ან სინუსიტით.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ანტიბიოტიკების ფართოდ გამოყენების შემთხვევაში, პაციენტებს მათდამი რეზისტენტობა უვითარდებათ.

http://news.bbc.co.uk

2006.07.21