<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   თავის მიდამოს ტრავმა და კორტიკოსტეროიდები შეუთავსებელია

30 წელია ექიმები ნიშნავენ კორტიკოსტეროიდულ ჰორმონებს თავის მიდამოს ტრავმების დროს, რადგანაც ასეა მიღებული. უკანასკნელი კვლევების შედეგების მიხედვით კი ამ სიტუაციაში სტეროიდების გამოყენება არამარტო არაეფექტურად, არამედ მავნედაც კი უნდა ჩაითვალოს.
განვითარებულ ქვეყნებში ავტოკატასტროფების, ჩხუბისა და დაცემის შედეგად განვითარებული თავის მიდამოს ტრავმები პირველ ადილზე დგას სიკვდილობისა და ინვალიდობის მიზეზებს შორის როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში. 40 წლის ასაკამდე პოპულაციაში კი მსოფლიოს მასშტაბით მას მეორე ადგილი უჭირავს შიდსის შემდეგ. თავის მიდამოს ტრავმის შედეგად ყოველწლიურად მსოფლიოში იღუპება 3 მლნ-მდე ადამიანი.
კორტიკოსტეროიდების გამოყენება მრავალი წლის განმავლობაში აიხსნებოდა იმ მოტივით, რომ მათ ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტის წყალობით შეეძლოთ ტვინის შეშუპების შემცირება ან თავიდან აცილება. თუმცა ამ მოსაზრების სასარგებლოდ დამაჯერებელი მონაცემები არ არსებობდა. 90-იან წლების მიწურულს გამოჩნდა მონაცემები კორტიკოსტეროიდების არაეფექტურობის შესახებ, რის გამოც ექიმთა ნაწილმა უარი განაცხადა მათ გამოყენებაზე ტრავმების შემდეგ. ანუ, ექიმები ორ ჯგუფად დაიყვნენ იმის მიხედვით, სჯეროდათ თუ არა მათ კორტიკოსტეროიდების დადებითი ეფექტების.
კვლევა ჩატარებული იქნა გერმანელი სპეციალისტების (University of Witten-Herdecke) მიერ ორ ნაწილად. კვლევის პირველ ნაწილში 10008 მოზრდილ პაციენტში თავის ტრავმიდან პირველი 48 სთ-ის განმავლობაში შეყვანილი იქნა ან კორტიკოსტეროიდი ან პლაცებო. 2 კვირის განმავლობაში კორტიკოსტეროიდების ჯგუფიდან დაიღუპა პაციენტთა 21%, მაშინ როცა პლაცებოს ჯგუფიდან დაიღუპა 18%. მიღებული მონაცემები არ იყო დამოკიდებული არც მკურნალობის დაწყების ვადებზე და არც ტრავმის სიმძიმეზე. ამრიგად, კორტიკოსტეროიდების შეყვანა ტრავმის შემდეგ მწვავე პერიოდში აღმოჩნდა არამარტო უშედეგო, არამედ მავნეც კი და 159 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, რაც მსოფლიოს მასშტაბითაც კი შემაშფოთებელი ციფრია.
მეცნიერები ამ ეტაპზე არ შეჩერებულან და გააგრძელეს კვლევა. მეორე ეტაპი იყო კორტიკოსტეროიდების სხვადასხვა დოზების ეფექტებისა და ტრავმის შემდგომი ინვალიდიზაციის ხარისხზე ზემოქმედების შორეული შედეგების შესწავლა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ აღმოჩნდება, რომ სტეროიდები შორეული შედეგების თვალსაზრისით, ამცირებენ სიკვდილობის რისკს და აუმჯობესებენ ნერვული სისტემის მდგომარეობას, ალბათობა იმისა, რომ ეს საეჭვო მოგვიანებითი ეფექტურობა გადაწონის ტრავმის შემდეგ მწვავე პერიოდში სტეროიდების გამოყენებისას ავადმყოფის დაღუპვის საშიშროებას, ნაკლებია. უნდა აღინიშნოს ასევე, რომ თავის მიდამოს ტრავმების მკურნალობის დღეისათვის ფართოდ გამოყენებული მეთოდიკების უმრავლესობის (ფილტვების ჰიპერვენტილაცია, ბარბიტურატების გამოყენება, ორგანიზმში სითხის რაოდენობის შემცირება და სხვ.) ეფექტურობა საკმაოდ საეჭვოა და დამტკიცებული არ არის.

http://trimm.ru

2006.07.03