<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   სტატინების მიღებამ შეიძლება შეამციროს კატარაქტის განვითარების რისკი

სტატინების მიღება ასოცირდება ბირთვული კატარაქტის განვითარების რისკის 45%-იან შემცირებასთან. როგორც Journal of the American Medical Association იუწყება,
კატარაქტის ეს ფორმა განსაკუთრებით ხშირად გვხვდება მოხუცებულ პაციენტებში.
Kristine E. Lee-ს აზრით (University of Wisconsin School of Medicine) კატარაქტის განვითარებაში წამყვან როლს თამაშობს დაჟანგვითი სტრესი და ამიტომ მკურნალობა სტატინებით, რომელთაც აქვთ ანტიოქსიდანტური თვისებები და ლიპიდების დონის დაქვეითების უნარი, შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს ამ დაავადების პროფილაქტიკისათვის.
სტატინების მიღებასა და ბირთვული კატარაქტის გავრცელებას შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულების გამოსაკვლევად მეცნიერების მიერ გაანალიზებულ იქნა იმ 1299 პაციენტის მონაცემები, რომლებიც მონაწილეობდნენ ასაკის მატებასთან დაკავშირებულ თვალის დაავადებებზე ფოკუსირებულ გრძელვადიან კვლევაში Beaver Dam Eye Study.
ის პაციენტები, რომელთაც ჰქონდათ კატარაქტის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორები, გამოკვლეულნი იყვნენ 1998-2000 წლებში და 2003-2005 წლებში. ყველა პაციენტს უტარდებოდა ორივე თვალის ფოტოგრაფირება. რისკის მაქსიმალური შემცირება აღინიშნა იმ ავადმყოფებში, რომელთაც არ ჰქონდათ დიაბეტი და არასოდეს მოუწევიათ თამბაქო.
ქერქული და უკანა სუბკაფსულარული კატარაქტა მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა იმ ჯგუფებს შორის, რომლებშიც იღებდნენ ან არ იღებდნენ სტატინებს.
მეცნიერები თვლიან, რომ სტატინების მიღებასა და კატარაქტის განვითარების რისკის შემცირებას შორის კორელაციის ბიოლოგიური საფუძვლების გასაგებად საჭიროა შემდგომი კვლევების გაგრძელება.

http://Solvay-pharma.ru

2006.06.27