<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   არაჰოსპიტალური პნევმონიების დროს ეფექტურია ანტიბიოტიკოთერაპიის ხანმოკლე კურსი

ჰოლანდიაში ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, ანტიბიოტიკოთერაპიის სამდღიანი კურსი არაჰოსპიტალური პნევმონიების დროს ისევე ეფექტურია, როგორც ტრადიციული 7-10დღიანი კურსი (“British Medical Journal”).
მეცნიერები თვლიან, რომ მკურნალობის მოკლე კურსს შეუძლია შეაჩეროს ბაქტერიების რეზისტენტული შტამების გავრცელება. შესაძლოა, ახალმა მონაცემებმა მოითხოვოს პნევმონიების მკურნალობის აქამდე არსებული რეკომენდაციების გადახედვა, რომელთა მიხედვითაც ანტიბიოტიკოთერაპია უნდა გაგრძელდეს ავადმყოფის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგაც რამოდენიმე დღის განმავლობაში.
სტაციონარში უტარდებოდა მკურნალობა 119 პაციენტს არაჰოსპიტალური პნევმონიების საშუალო სიმძიმის და მძიმე მიმდინარეობით. 63 მათგანს 3 დღის განმავლობაში ამოქსიცილინი უკეთდებოდა ინტრავენურად, ხოლო შემდეგ კი ეძლეოდა 5 დღე per os. დანარჩენ 56 პაციენტს სამდღიანი მკურნალობის კურსის შემდეგ ეძლეოდა პლაცებო, სამჯერ დღეში. მეცნიერები ახდენდნენ ყველა პაციენტის მდგომარეობის შეფასებას მეშვიდე, მეათე, მეთოთხმეტე და ოცდამერვე დღეს.
მეათე დღეს ორივე ჯგუფში დაფიქსირდა კლინიკური გაუმჯობესება პაციენტების 93%-ში. ოცდამერვე დღეს მკურნალობის კარგი შედეგი აღინიშნა იმ პაციენტთა 90%-ში, რომლებიც იღებდნენ ამოქსიცილინს და იმ პაციენტთა 88%-ში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს. სტაციონარული მკურნალობის ხანგრძლივობა, საკონტროლო რენტგენოლოგიური გამოკვლევის შედეგები და სიმპტომების ჩაქრობის სისწრაფე ერთნაირი იყო ორივე ჯგუფში.

 medlinks.ru

2006.06.14