<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   ჭარბი წონისა და სიმსუქნის წინაღმდეგ ბრძოლის ახალი საშუალება

მკვლევარებმა ავსტრალიის ჰოვარდ ფლორის ინსტიტუტიდან აღმოაჩინეს ჭარბი წონისა და სიმსუქნის წინაღმდეგ ბრძოლის ახალი საშუალება. მათი მონაცემებით, კარგად ნაცნობი ფერმენტის ”გამორთვა” ხელს უწყობს ცხიმგროვების რაოდენობის შემცირებას და აქვეითებს დიაბეტის განვითარების რისკს (Proceedings of the national academy of Sciences).
ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტი, რომლის შესახებაც არის ლაპარაკი კვლევაში, პასუხისმგებელია ანგიოტენზინის აქტივაციაზე. ეს ნივთიერება ხელს უწყობს სისხლძარღვთა სანათურის შემცირებას და არტერიული წნევის მომატებას. ადრე ჩატარებული კვლევებიდან მეცნიერებისათვის ცნობილი იყო, რომ ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტი აქტიურია ცხიმოვანი ქსოვილის უჯრედებში და შეიძლება ხელი შეუწყოს ცხიმების დაგროვებას.
იმისათვის, რომ შეემოწმებინათ ეს ჰიპოთეზა, მეცნიერებმა გამოიყვანეს თაგვები, რომლებშიც საერთოდ არ არსებობდა გენი, რომელიც ახდენს ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის კოდირებას. როგორც აღმოჩნდა, მნიშვნელოვანი ფერმენტის არარსებობამ გამოიწვია თაგვების სხეულის მასის შემცირება საშუალოდ 20%-ით, ხოლო ცხიმგროვების მოცულობა კი, განსაკუთრებით ეს ეხებოდა მუცლის ცხიმს, შემცირდა საშუალოდ 50-60%-ით. ამასთან ეს თაგვები იღებდნენ იმდენივე საკვებს, რამდენსაც სხვა ჩვეულებრივი თაგვები. გარდა ამისა, გენეტიკურად მოდიფიცირებული მღრღნელების ორგანიზმი უფრო სწრაფად მოიხმარდა გლუკოზას, რაც მეტყველებდა დიაბეტით დაავადების რისკის შემცირებაზე.
დღეისათვის ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ბლოკერები ფართოდ გამოიყენება ჰიპერტონიის სამკურნალოდ. მომავალში, მეცნიერების ვარაუდით, შესაძლებელი იქნება ამ პრეპარატებისა და მათი ანალოგების გამოყენება სიმსუქნის სამკურნალოდ.

http://Medportal.ru

2008.05.02