<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   გულძმარვის საწინააღმდეგო წამლების მიღება ორსულობის დროს ზრდის ასთმის განვითარების რისკს ბავშვებში

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ის ბავშვები, რომელთა დედები ორსულობის დროს ღებულობენ ანტაციდებს – კუჭის მჟავიანობის დამწევ პრეპარატებს, უფრო ხშირად ავადდებიან ასთმით.
ამერიკელი მკვლევარების ჯგუფმა ელიზაბეტ იენის ხელმძღვანელობით გააანალიზა რამდენიმე კვლევის შედეგები, იმის დასადგენად, არსებობს თუ არა რაიმე კავშირი ორსულობის დროს ანტაციდების მიღებასა და ბავშვებში ბრონქული ასთმის განვითარებას შორის. სამუშაოს შედეგები წარმოდგენილ იქნა ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის ამერიკული აკადემიის ყოველწლიურ შეხვედრაზე.
დადგინდა, რომ ანტაციდების მიღება ორსულობის დროს ზრდის ასთმის განვითარების რისკს 51%-ით. კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ საქმე ეხება მხოლოდ ასთმას და ეს ეფექტი არ ვრცელდება სხვა ალერგიულ დაავადებებზე, კერძოდ ატოპიურ დერმატიტზე, საკვებისმიერ ალერგიაზე და ჭინჭრის ციებაზე.
ასთმის განვითარების რისკი ბავშვებში არ აღმოჩნდა დამოკიდებული ანტაციდური პრეპარატის ტიპზე და დედის ორგანიზმში ალერგიული დაავადებების არსებობაზე. მკვლევარები აცხადებენ, რომ მიღებული შედეგები ადასტურებს ბავშვებში ასთმის განვითარების აქამდე უცნობი რისკ-ფაქტორების არსებობას.

http://www.medlinks.ru

2008.03.21