<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   გამოიგონეს ახალი სუპერ-საძილე საშუალება

შვეიცარიელმა მკვლევარებმა ფარმაცევტული ფირმიდან Actelion, გამოიგონეს პრინციპულად ახალი საძილე საშუალება, რომელიც ხელს უწყობს უფრო სრულყოფილ დასვენებას ძილის დროს. მედიკამენტის მოქმედი ნივთიერება იცავს სწრაფი ძილის ფაზას ანუ ე.წ. REM-ფაზას, რომლის განმავლობაშიც ადამიანი ხედავს სიზმრებს. დღემდე გავრცელებული საძილე საშუალებები, ისეთები, როგორიცაა ბენზოდიაზეპინები, იწვევენ ამ ფაზის დათრგუნვას.
სწრაფი ძილის ფაზის გავლას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს ადამიანისათვის. ადამიანი ძილის დროს უკეთესად ისვენებს და ითვისებს დღის განმავლობაში მიღებულ შთაბეჭდილებებს. გარდა ამისა, დადგენილია, რომ ადამიანებს, რომელთაც დარღვეული აქვთ ძილის ფუნქცია, აღენიშნებათ კონცენტრაციის უნარის დარღვევა, სხვადასხვა ფობიები და ძალზე იოლად ღიზიანდებიან.
მეცნიერების მიერ აღმოჩენილ ახალ მოქმედ ნივთიერებას უწოდეს Orexin-RA-1. იგი ხელს უწყობს REM-ფაზის მექანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას. ცხოველებზე ჩატარებულ ცდებში ნივთიერება არ იწვევდა წამალზე დამოკიდებულების გამომუშავებას და ასევე ორგანიზმში რეზისტენტობის განვითარებას. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ახალი ნივთიერება ნევროლოგიაში გამოყენებული იქნება არამარტო როგორც საძილე საშუალება, იგი ასევე დაეხმარება ექიმებს მანიაკალური მდგომარეობების მკურნალობაშიც, ასევე ჭარბ კვებასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური პრობლემების მოგვარებაში, რაც ხშირად არის სიმსუქნის მიზეზი.
ამჟამად დაწყებულია პრეპარატის კლინიკური გამოცდები. მეცნიერების პროგნოზით, იგი ბაზარზე 2012 წლისათვის გამოჩნდება.

http://pharmindex.ru

2006.02.10