<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   ანტიდეპრესანტები მოქმედებენ იმუნურ სისტემაზე

პოპულარულ ანტიდეპრესანტებს სეროტონინის უკუჩაჭერის ინჰიბიტორების (სუმი) ჯგუფიდან შეუძლიათ ზემოქმედება მოახდინონ იმუნურ სისტემაზე. ამ მოქმედების მექანიზმი ჯერჯერობით ნათელი არ არის. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მედიატორი სეროტონინი, რომელზედაც მოქმედებენ სეროტონინის უკუჩაჭერის ინჰიბიტორები, თავისი მოქმედების დროს გამოიყენებს არამარტო ნერვულ, არამედ ასევე იმუნურ უჯრედებსაც. იმუნურ სისტემაში სეროტონინი მუშაობს როგორც ორგანიზმის დაცვითი რეაქციის აქტივატორი.
დეპრესიის მქონე პაციენტებში იმუნიტეტი დათრგუნულია, ისინი ადვილად ავადდებიან ნებისმიერი ინფექციით. ერთის მხრივ, შესაძლოა, ანტიდეპრესანტები თამაშობენ დადებით როლს, ეხმარებიან რა ასეთ პაციენტებს, წინააღმდეგობა გაუწიონ ვირუსებსა და ბაქტერიებს. მეორეს მხრივ, მეცნიერებს სერიოზულად ეშინიათ, რომ ამ პრეპარატებმა არ მოახდინონ იმუნური სისტემის აქტივაცია ისეთ დონემდე, რაც შემდგომში გამოიწვევს აუტოიმუნურ დაავადებების განვითარებას.
”ამ ეტაპზე ჩვენ არ ვიცით ის მექანიზმი, რომლითაც სეროტონინის უკუჩაჭერის ინჰიბიტორები ზემოქმედებენ იმუნიტეტზე. უპირველეს ყოვლისა, აუცილებლად უნდა იქნას შესწავლილი სეროტონინის როლი ნორმალურად ფუნქციონირებად იმუნურ სისტემაში”, -ამბობს კვლევის ავტორი Gerard Ahern ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრიდან (აშშ).

http://medlinks.ru

2006.02.02