<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   ასკორბინის მჟავას მოქმედების მექანიზმები

ასკორბინის მჟავა, წარმოადგენს რა ანტიოქსიდანტს, იცავს უჯრედების მემბრანებს, კერძოდ ლიმფოციტებს, ზეჟანგოვანი ჟანგვის დამაზიანებელი მოქმედებისაგან. სწორედ ეს უდევს საფუძვლად С ვიტამინის ძირითად იმუნომოდულირებად ეფექტებს, რომლებიც გამოვლინდება იმუნიტეტის ჰუმორული და უჯრედული მექანიზმების მოქმედების დროს, ლიმფოციტების მიგრაციისას, ასევე ქემოტაქსის დროს. С ვიტამინი ახდენს ინტერფერონის სინთეზისა და გამოთავისუფლების ინდურაციას და ააქტივებს კომპლემენტის სისტემას.
მისი ზემოქმედებით იზრდება ნეიტროფილების ფაგოციტური აქტივობა. С ვიტამინის კომბინაცია A ვიტამინთან და ცინკთან ასტიმულირებს ანტისხეულების სინთეზს. იგი აუმჯობესებს ორგანიზმში კალციუმისა და რკინის შეთვისების უნარს, ასევე ზრდის ორგანიზმისათვის ტოქსიური სპილენძის, ტყვიისა და ვერცხლისწყლის გამოდევნის უნარს. მაღალ დოზებში ხელს უშლის ერითროციტების აგრეგაციასა და ჰემოლიზს. С ვიტამინი აუცილებელია ენდოგენური ლიპოტროპული ფაქტორის, კარნიტინის, სინთეზისათვის. ეს ვიტამინი ასევე მონაწილეობს კორტიკოსტეროიდული ჰორმონების სინთეზში.
С ვიტამინი ხელს უწყობს ღვიძლში ძირითადი ჟანგვითი ფერმენტების Р-450 აქტივაციას, აძლიერებს ქსენობიოტიკების მეტაბოლიზმსა და დეტოქსიკაციას. ასკორბინის მჟავა ახდენს ფოსფოდიესთერაზის აქტივობის ინჰიბირებას, ზრდის ქსოვილებში 3, 5-ციკლური ამფ-ის დონეს. იგი მონაწილეობს ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, კატექოლამინების ბიოსინთეზში და კარნეონატის (ალდოსტერონის მეტაბოლიტი) ჰიდროქსილირებაში. ასკორბინის მჟავას მონაწილეობით ხდება ციკლური ნუკლეოტიდების, პროსტაგლანდინების და ჰისტამინის მეტაბოლიზმი.

http://Solvay-pharma.ru

2006.01.12