<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   კლარიტრომიცინი სახიფათოა გულის იშემიური დაავადების დროს?

კლარიტრომიცინის ხანმოკლე მიღებაც კი ზრდის სიკვდილობის რისკს სტაბილური გიდ-თი დაავადებულებში. ამაზე მეტყველებს დანიელი მეცნიერების მიერ დოქტორ Christian Jespersen-ის ხელმძღვანელობით (კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო კლინიკა), კოპენჰაგენის უნივერსიტეტის 5 კარდიოლოგიურ განყოფილებაში ჩატარებული კვლევის შედეგები. კვლევაში CLARICOR მონაწილეობდა მიოკარდიუმის ინფარქტის ან სტენოკარდიის მქონე 4373 პაციენტი, რომლებიც 14 დღის განმავლობაში რანდომიზებულად იღებდნენ კლარიტრომიცინს დოზით - 500მგ/დღ (n=2172) ან პლაცებოს ( შესაბამისად, n=2201). როგორც ცნობილია, კლარიტრომიცინი მოქმედებს Ch. Pneumoniae-ზე და გააჩნია ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. სამწლიანი დაკვირვების დროს ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა საერთო სიკვდილობა, მიოკარდიუმის ინფარქტი და არასტაბილური სტენოკარდია, რეგისტრირებული იყო თანაბარი სიხშირით ორივე - კლარიტრომიცინისა და პლაცებოს ჯგუფებში: შესაბამისად, 15,8% და 13,8%. ანალოგიური შედეგები იქნა მიღებული მეორე საბოლოო წერტილშიც (გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილობა, მიოკარდიუმის ინფარქტი ან არასტაბილური სტენოკარდია): 11,5% და 9,9%. ამის მიუხედავად, სიკვდილობის პროცენტი დამაჯერებლად უფრო მაღალი აღმოჩნდა ანტიბიოტიკის მიღებისას - (9,8%, ნაცვლად 7,8%-ისა; რისკების შეფარდება - 1,27, р=0.03) გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მიზეზით გამოწვეული სიკვდილობის ხარჯზე (5,1%, ნაცვლად 3,5%; რისკების შეფარდება 1, 45, р=0.01).
მკვლევარები აღიარებენ, რომ კვლევაში მონაწილეობა მიიღო მოწვეულ პაციენტთა მხოლოდ 32%-მა, რაც ეჭვქვეშ აყენებს შედეგების ვალიდურობას. ყოველ შემთხვევაში, დღეისათვის არ არსებობს ათეროსკლეროზული გენეზის გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის დროს ანტიბიოტიკოთერაპიის პროტექტული ეფექტების დამამტკიცებელი საბუთები და საჭიროა ახალი გზების მოძიება.

http://cardiosite.ru

2005.12.28