<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   ბეტა-ბლოკერები არცთუ საუკეთესო არჩევანი ჰიპერტონიის დროს

არტერიული წნევის მომატება აწუხებს დედამიწის მოსახლეობის თითქმის ერთ მეოთხედს. უკანასკნელი 30 წელია ითვლება, რომ ბეტა-ბლოკერები ყველაზე უკეთესი არჩევანია ჰიპერტონიის სამკურნალოდ, ამიტომ ამ მედიკამენტებს უნიშნავდნენ პაციენტების უმეტესობას.. მაგ. დიდ ბრიტანეთში ბეტა-ბლოკერებს იღებს დაახლოებით 2 მლნ ადამიანი. თუმცა უკანასკნელ ხანს ამ მედიკამენტების შესახებ მოსაზრება მნიშვნელოვნად შეიცვალა.
ჩატარებული კვლევების მონაცემების მიხედვით, რომლებიც შარშან გამოქვეყნდა ჯურნალში ”ლანცეტი”, ბეტა-ბლოკერი ატენოლოლი სხვა ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან შედარებით, ნაკლებად ეფექტურია ინფარქტისა და ინსულტის თავიდან აცილების თვალსაზრისით.
Lars Hjalmar Lindholm-მა და მისმა კოლეგებმა შვეციიდან (Umea University Hospital) გაანალიზეს 13 რანდომიზებული კვლევის შედეგები, რომლებშიც ადარებდნენ ბეტა-ბლოკერებისა და სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ეფექტურობას. აღმოჩნდა, რომ ბეტა-ბლოკერების გამოყენებისას ინსულტის განვითარების რისკი 16%-ით უფრო მაღალია, ხოლო საერთო სიკვდილობისა – 3%-ით. რაც შეეხება მიოკარდიუმის ინფარქტს, ამ შემთხვევაში განსხვავება არ დაფიქსირდა. ატენოლოლით მკურნალობის ფონზე, სხვა პრეპარატებთან შედარებით, ინსულტის განვითარების რისკი 26%-ით უფრო მაღალი აღმოჩნდა.
კვლევების მონაცემებით, სადაც იმ ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც იღებდნენ ბეტა-ბლოკერებს, ადარებდნენ მეორე ჯგუფს, სადაც საერთოდ არ ტარდებოდა არანაირი მკურნალობა, ინსულტის რისკი 19%-ით შემცირდა.
როგორც პროფესორი Lindholm ასკვნის, ” გულის თანმხლები დაავადებების არსებობის გარეშე პაციენტთა მკურნალობისას, უმჯობესია ბეტა-ბლოკერების ნაცვლად დაინიშნოს შედარებით უბრალო და იაფფასიანი ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტები. ეს გადასვლა უნდა მოხდეს თანდათანობით და აუცილებლად ექიმის კონტროლით.. ინსულტის პროფილაქტიკის თვალსაზრისით, ბეტა-ბლოკერები ნამდვილად არ არის საკმარისად ეფექტური. ისინი ნამდვილად რა უნდა ჩაითვალოს პირველადი ჰიპერტონიის მკურნალობის დროს საუკეთესო არჩევანად.”

http://medlinks.ru

2005.10.28