<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   მეტაანალიზით დაზუსტდა სიმსუქნის მედიკამენტოზური მკურნალობის დადებითი და უარყოფითი მხარეები

Raj Padwal (ალბერტის უნივერსიტეტი, ედმონტი, კანადა) და თანაავტორები აღნიშნავენ, რომ სიმსუქნის მედიკამენტოზური მკუნალობისათვის დღეისათვის მოწონებულია სამი ძირითადი პრეპარატი: ორლისტატი (კუჭ-ნაწლავის ლიპაზას ინჰიბიტორი), სიბუტრამინი (ცენტრალური მოქმედების მონოამინის უკუმიტაცების ინჰიბიტორი) და რიმონაბანტი (ენდოკანაბოიდური რეცეპტორების ანტაგონისტი).
იმის გათვალისწინებით, რომ ამ პრეპარატების მოხმარება მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება, ავტორებმა ჩაატარეს მეტაანალიზი მათი ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესაფასებლად.
მონაცემთა ძირითად ბაზებში ძიების შედეგად გამოვლინდა 30 რანდომიზებული ორმაგი ბრმა კვლევა, 1-დან 4 წლამდე ხანგრძლივობით. მათგან 16-ში შეისწავლებოდა ორლისტატი (10 631 პაციენტი), 10-ში სიბუტრამინი (2623 პაციენტი) და 4-ში - რიმონაბანტი (6365 პაციენტი).
მეტაანალიზში ნაჩვენებია, რომ პლაცებოსთან შედარებით, ორლისტატი, სიბუტრამინი და რიმონაბანტი აქვეითებენ სხეულის მასას, საშუალოდ, 2,9 კგ-ით, 4,2 და 4,7კგ-ით (შესაბამისად).
ორლისტატი ასევე აქვეითებს საერთო ქოლესტერინისა და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების დონეს, შაქრიანი დიაბეტის სიხშირეს, მაგრამ მისი მიღება ასოცირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გვერდითი ეფექტების სიხშირის მომატებასთან და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების დონის დამაჯერებელ დაქვეითებასთან.
სიბუტრამინი ასევე ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდებისა და ტრიგლიცერიდების დონეს, მაგრამ ზრდის არტერიული წნევის ციფრებს და პულსის სიხშირეს.
რიმონაბანტი ზრდის მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების დონეს, ამცირებს
დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების კონცენტრაციას და აქვეითებს არტერიულ წნევას, ასევე აუმჯობესებს გლიკემიის კონტროლს შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, მაგრამ ზრდის გუნებ-განწყობის ცვლილების რისკს (BMJ 2007; Advance online publication).
ამჟამად ასევე მიმდინარეობს კვლევები, რომლებშიც დაზუსტდება ამ პრეპარატების ზემოქმედება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე და სიკვდილიანობაზე.

http://Cardiosite.ru

2007.11.27