<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   ასპირინი მხოლოდ მამაკაცებზე მოქმედებს?

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ასპირინის ყოველდღიური მიღება იცავს ადამიანს მრავალი სეროზული დაავადებისაგან. ეს პრეპარატი შესულია მიოკარდიუმის ინფარქტის პროფილაქტიკის ყველა სტანდარტულ სქემაში, თუმცა ახალი კვლევების მონაცემებით, ასპირინი, შეიძლება მხოლოდ მამაკაცებისათვის გამოსადეგი მედიკამენტი აღმოჩნდეს (“BMC Medicine”-ის მასალების მიხედვით).
მეცნიერები დიდი ხანია ცდილობდნენ გაეგოთ, თუ რატომ გამოვლინდება სხვადასხვა კვლევებში ასე განსხვავებულად ასპირინის პროფილაქტიკური ეფექტი. ზოგიერთ კვლევაში ვერ შეძლეს ეპოვნათ ვერანაირი განსხვავება ასპირინსა და პლაცებოს შორის, მაშინ, როდესაც სხვა კვლევების მიხედვით ასპირინი ინფარქტის განვითარების რისკს 50%-ზე მეტადაც კი ამცირებდა.
ახალი მონაცემები მეტყველებენ იმაზე, რომ პრეპარატი სხვადასხვანაირად მოქმედებს ქალებზე და მამაკაცებზე. სამუშაოს ავტორებმა გაანალიზეს მიოკარდიუმის ინფარქტის მიმართ ასპირინის პროფილაქტიკური მოქმედების თემაზე ჩატარებული 23 კვლევის მასალები. სულ ამ კვლევებში მონაწილეობდა 113 ათასზე მეტი პაციენტი. მეცნიერები ცდილობდნენ გამოერკვიათ, რა გავლენას ახდენდა კვლევების შედეგებზე პაციენტების სქესობრივი განსხვავება.
”ინფარქტის რისკი ქვეითდებოდა ყველაზე მეტად იმ კვლევებში, რომლებშიც უპირატესად მამაკაცები მონაწილეობდნენ. ქალების უპირატესი მონაწილეობით ჩატარებულ კვლევებში ვერ მოხერხდა ინფარქტის რისკის მნიშვნელოვანი შემცირების დემონსტრირება. როგორც მეცნიერებმა აღმოაჩინეს, შედეგებში განსხვავება დაკავშირებული იყო პაციენტების განსხვავებასთან სქესობრივი ნიშნის მიხედვით. ამასთან, ასპირინის პროფილაქტიკური ეფექტი ქალებში ნაკლებად გამოვლინდება, ვიდრე მამაკაცებში”, - ამბობს ახალი კვლევის ავტორი Don Sin.
ჯერჯერობით უცნობია, რატომ მოქმედებს ასე განსხვავებულად ასპირინი ქალებსა და მამაკაცებზე. უახლესი მონაცემებით, კორონარული სისხლძარღვების ფიზიოლოგიის სტრუქტურაში არსებობს მნიშვნელოვანი სქესობრივი განსხვავებები.
მეცნიერები თვლიან, რომ ექიმები საკმაოდ ფრთხილად უნდა მოეკიდნონ ასპირინის პროფილაქტიკური მიზნით დანიშვნას ქალებში, განსაკუთრებით, თუკი ეს ეხება მიოკარდიუმის ინფარქტის პირველად პროფილაქტიკას.

http://www.medlinks.ru

2007.10.22