<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   იაპონიაში მუშაობენ ვაქცინაზე, რომელიც დაგვიცავს გრიპის ნებისმიერი შტამისაგან

იაპონიის საინფორმაციო საშუალებებში გამოჩნდა ცნობა იმის შესახებ, რომ მეცნიერებმა ხიროსიმის უნივერსიტეტიდან პროფესორ ტაიდზო უდას ხელმძღვანელობით აღმოაჩინეს საშუალება, რომელიც დაიცავს ადამიანებს გრიპის ნებისმიერი სახეობისაგან (მათ შორის ფრინველის) მხოლოდ ერთი აცრის მეშვეობით.
ცნობილია, რომ გრიპის ვირუსის შტამი მის ზედაპირზე არსებული ორი ცილა-ანტიგენის (ჰემაგლუტინინის და ნეირამინიდაზას) სტრუქტურაზეა დამოკიდებული. ამ ორი ანტიგენის შემადგენლობაში შემავალ ამინომჟავებს შეუძლიათ ძალიან ხშირად იცვალონ სახე, რაც მუდმივად იწვევს გრიპის ვირუსის სულ ახალ-ახალი შტამების გამოჩენას, ამიტომ საჭირო ხდება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ყოველწლიურად შეცვლა.
იაპონელი მეცნიერები თვლიან, რომ იპოვეს სახიფათო ინფლუენციისაგან დამცავი ახალი უნივარსალური საშუალება. მათ ყურადღება მიაქციეს ჰემაგლუტინინის ანტიგენის იმ ნაწილს, რომელიც უცვლელი რჩება მუტაციების დროს. ანტისხეულების გამომუშავება ანტიგენის ამ სტაბილური უბნის მიმართ შესაძლებელს გახდის გამომუშავდეს იმუნიტეტი გრიპის ვირუსის ნებისმიერი შტამების მიმართ.
თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად შესაძლებელი გახდა ანტისხეულების ორი სახეობის გამოყოფა, რომელთაც შეუძლიათ ჰემაგლუტინინის სტაბილურ ნაწილთან სპეციფიკურად შეკავშირება და მისი ინჰიბირება. შემოდგომაზე მეცნიერები გეგმავენ ცდების ჩატარებას, რომლის დროსაც შეისწავლიან ვირუსზე ანტისხეულების ზემოქმედებას ადამიანის უჯრედების კულტურაში.

http://gripp.ru

2005.10.03