<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   ტკივილდამაყუჩებელი პრეპარატები არ ზრდის ჰიპერტონიის განვითარების რისკს?

ორი მეტა-ანალიზის და ასევე რამოდენიმე მცირემასშტაბიანი და ხანმოკლე კვლევის შედეგების მიხედვით, არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატების მიღება (მაგრამ არა ასპირინისა) იწვევს არტერიული წნევის ციფრების მომატებას. თუმცა, ეს ეფექტი არც ისე ძლიერია და სტატისტიკურად მნიშვნელოვანია მხოლოდ არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტების ქვეჯგუფისა და იმ პაციენტებისათვის, ვინც იტარებდა ჰიპოტენზიურ თერაპიას.
ამ საკითხის დასაზუსტებლად დოქტორმა Tobias Kurth-მა და მისი კოლეგებმა (Brigham and Women’s Hospital, ბოსტონი, მასაჩუსეტსის შტატი) ჩაატარეს პროსპექტული კოჰორტული კვლევა, რომელშიც შევიდა 8229 ჯანმრთელი მამაკაცი-ექიმი ანამნეზში არტერიული ჰიპერტენზიის გარეშე. 5,8 წლის დაკვირვების შემდეგ მათ 27,2 %-ს განუვითარდა არტერიული ჰიპერტენზია (გამოკითხვის შედეგებით, არტერიული ჰიპერტენზია არანაკლებ 140/90მმ ვწყ.სვ ან ჰიპოტენზიური პრეპარატების მიღება). პოტენციურად ზემოქმედი ფაქტორების გათვალისწინებით გაკეთებული შესწორებების შემდეგ, ანალგეტიკების მიღების შედეგად არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების რისკი არ იყო განსხვავებული პირველი და მეხუთე კვინტილისათვის. იმ მამაკაცებში, რომლებმაც მთლიანობაში მიიღეს არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატების, აცეტამოფენის ან ასპირინის არანაკლებ 2500 აბი, არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების რისკი ისეთივე აღმოჩნდა, როგორც იმ ექიმებში, რომლებიც საერთოდ არ იღებდნენ ანალგეტიკებს.
ავტორების დასკვნით, ”ჯანმრთელ მამაკაცებში ანალგეტიკების მიღება არ ზრდის ჰიპერტონიის განვითარების რისკს. თუმცა, ამასთან ერთად არ გამოირიცხება ობსერვაციული კვლევის დროს რისკის უმნიშვნელო ან ზომიერი მომატება.”

http://cardiosite.ru

2005.09.28