<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   ახალი სინთეზური აგენტი ტოქსიკური ანტიბიოტიკების წინააღმდეგ

მე-5 თაობის ანტიბიოტიკებს ანტიბაქტერიული ეფექტის გარდა, შესამჩნევი ტოქსიკური ეფექტიც ახასიათებთ. მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, ერთადერთ გზას ავადმყოფის სიცოცხლის გადასარჩენად, მათი მიღება წარმოადგენს.
პრაქტიკულად არ არსებობს ეჭვი, რომ ანტიბიოტიკების ყოველი შემდეგი თაობა სულ უფრო ტოქსიკური და პაციენტების მიერ ძნელად გადასატანი იქნება.
ლაურენსის უნივერსიტეტის მკვლევარმა, დოქტ. სუნილ დევიდმა კანზასის შტატიდან, შეიმუშავა სინთეზური აგენტი DS-96, რომელსაც შესწევს გრამ-უარყოფითი ბაქტერიების დარღვეული მემბრანის ლიპოპოლისაქარიდების ერთმანეთთან დაკავშირების უნარი. გრამ-უარყოფითი ბაქტერიები წამყვან როლს ასრულებენ სეპტიკური შოკის განვითარებაში. ამ სინთეზურ აგენტს არ გააჩნია გვერდითი ეფექტები. როგორც ბატონმა დევიდმა განაცხადა, სეფსისის დროს DS-96-ის მიერ გამოვლენილი ეფექტურობა იძლევა იმის საფუძველს, რომ კვლავ გაგრძელდეს მისი კლინიკური კვლევები და მისი ეფექტურობის დადასტურების შემთხვევაში გამოყენებულ იქნას მედიკოსების მიერ.

http://www.medlinks.ru

2007.09.24