<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   მკურნალობის ახალი მეთოდი აუმჯობესებს ენდოთელის ფუნქციას პაციენტებში ინფარქტის გადატანის შემდეგ

მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდეგ შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს ტეტრაჰიდრობიოპტერინის (ВН4) მიღება, რომელიც წარმოადგენს აზოტის ოქსიდის სინთეზის ფერმენტის კოფერმენტს. იგი აღადგენს კორონარულ სისხლის მიმოქცევას და იცავს მიოკარდს (Proc Matl Acad Sci 2007; Advanced online publication).
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ”ენდოთელიუმის ფუნქციის მოშლას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მწვავე კორონარული სინდრომის მქონე პაციენტებისათვის. ენდოთელიუმის ნორმალური ვაზოდილატატორული ფუნქციის აღდგენა ხელს შეუწყობს მიკროსისხლძარღვების ოკლუზიის პროფილაქტიკას მწვავე რევასკულარიზაციის შემდეგ”.
Jay Zweier-მა და მისმა კოლეგებმა (ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, აშშ) აღმოაჩინეს, რომ BH4-ს დონის დაქვეითება აძლიერებს აზოტის ოქსიდის ენდოთელური სინთეტაზას პოსტიშემიურ დისფუნქციას, ხოლო BH4-ის ინფუზია ნაწილობრივად აღდგენს ენდოთელიუმ-დამოკიდებულ კორონარულ სისხლის მიმოქცევას. მკვლევარების მიერ ხდებოდა ვირთხების იზოლირებულ გულებზე სხვადასხვა ხანგრძლივობის იშემიის ზეგავლენის შესწავლა, NO-დამოკიდებული ვაზოდილატაციის ცვლილებების განსაზღვრა და შემდეგ ამ მონაცემების შედარება აზოტის ოქსიდის სინთეტაზას აქტივობის მონაცემებთან და მიოკარდიუმში BH4-ს კონცენტრაციასთან.
მიოკარდიუმის იშემიის დროს BH4- კონცენტრაცია ქვეითდებოდა იშემიის 30, 45 და 60 წუთის შემდეგ, შესაბამისად, - 85%, 95% და 97%-ით. ასევე, იშემიის 58%, 86% და 92%-ით გახანგრძლივების შესაბამისად ხდებოდა ასევე აზოტის ოქსიდის სინთეტაზას აქტივობის დაქვეითება.
უნდა აღინიშნოს, რომ ВН4-ის ინფუზია აძლიერებდა აზოტის ოქსიდის სინთეტაზას აქტივობას არაიშემიზირებულ მიოკარდში და ნაწილობრივად აღადგენდა ფერმენტის აქტივობას იშემიის შემდეგ. ВН4-ის ზემოქმედება პოსტიშემიზირებული რეპერფუზიის დროს ასევე თრგუნავდა სუპეროქსიდის გამომუშავებას და აუმჯობესებდა კორონარულ სისხლის მიმოქცევას.
Zweier და მისი კოლეგები მივიდნენ შემდეგ დასკვნამდე: ”მიღებული შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ ВН4-ის დანიშვნა ან მის მეტაბოლიზმზე ზემოქმედება შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი მიდგომა მკურნალობისადმი, რაც შესაძლებელს გახდის იშემიის შემდეგ ან სხვა, ოქსიდანტებთან ასოცირებული გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს აღადგინოს ენდოთელის ვაზოდილატატორული ფუნქცია და აზოტის ოქსიდის სინთეტაზას ფუნქცია მიოკარდში.”

http://Cardiosite.ru

2007.09.21