<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   ათეროსკლეროზის მკურნალობა ექიმის ნებართვის გარეშე

ფარმაცევტული კომპანია “Merck” ახლო მომავალში აპირებს დაიწყოს ათეროსკლეროზის სამკურნალო უნიკალური პრეპარატის გაყიდვა, რომლის შესაძენად ექიმის რეცეპტი საჭირო აღარ იქნება. მათ უკვე მიიღეს აშშ-ს მედიკამენტებისა და საკვები პროდუქტების სამმართველოს (FDA) მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვა.
“Merck”-ის ცნობით, თავისუფალ გაყიდვაში გამოვა პრეპარატი ”Mevacor” - 20 მგ დოზირებით, რომელიც სტატინების ჯგუფს მიეკუთვნება. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ამ დოზით იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც პროფილაქტიკის მიზნით, ასევე ათეროსკლეროზის ან მასთან დაკავშირებული დაავადებების სამკურნალოდ. მისი მიღება რეკომენდებულია 45 წელს გადაცილებული იმ პაციენტებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ ათეროსკლეროზის განვითარების თუნდაც ერთი რისკ-ფაქტორი (მაგ. ჭარბი წონა ან შაქრიანი დიაბეტი).

http://km.ru

2005.01.25