<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   შეიქმნა პრინციპულად ახალი მედიკამენტი შიზოფრენიის მკურნალობისათვის

ამერიკელი მეცნიერები იუწყებიან ახალი მედიკამენტის გამოცდების წარმატებით ჩატარების შესახებ. ექსპერიმენტული პრეპარატი არ ჩამორჩება ეფექტურობით ცნობილ მედიკამენტებს, თუმცა აქვს მნიშვნელოვნად უფრო ნაკლებად გამოხატული გვერდითი ეფექტები.
ნივთიერების (სამუშაო სახელწოდება - LY2140023) კლინიკურ გამოცდაში მონაწილეობდა 196 ავადმყოფი, რომლებიც იღებდნენ LY2140023-ს, პლაცებოს ან ფსიქიკური დარღვევების სამკურნალოდ გამოყენებულ საყოველთაოდ ცნობილ პრეპარატს ოლანზაპინს.
შიზოფრენიის მკურნალობისათვის დღეისათვის გამოყენებული ყველა პრეპარატი აქვეითებს თავის ტვინში დოფამინის დონეს. მათგან განსხვავებით, LY2140023 თრგუნავს სხვა ნეიროტრანსმიტერის - გლუტამატის აქტივობას. კვლევის დროს LY2140023 და ოლანზაპინი ერთნაირად ეფექტური აღმოჩნდა პლაცებოსთან შედარებით. ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა უძილობა და გუნებ-განწყობის ცვლილებები, ასევე დაახლოებით ერთნაირი იყო ორივე მედიკამენტის გამოყენებისას.
თუმცა, ცნობილი ანტიფსიქოტიური საშუალებებისაგან განსხვავებით, LY2140023 არ იწვევდა ავადმყოფებში წონის მომატებას. ამ უკანასკნელ გარემოებას დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან წონის მატება მედიკამენტების მიღების ფონზე არის ის ძირითადი მიზეზი, რის გამოც ფსიქიკური დაავადებების მქონე ადამიანები უარს ამბობენ მკურნალობის გაგრძელებაზე.
გლუტამატური სისტემის როლი ფსიქიკური დარღვევების განვითარებაში არც თუ ისე დიდი ხნის წინ გახდა ცნობილი - მას შემდეგ, რაც გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან აღწერილი იქნა ფსიქოზების შემთხვევები იმ პირებში, რომლებიც იღებდნენ ნარკოტიკ ფენციკლიდინს. ახალი პრეპარატის კლინიკური გამოცდების შედეგები აჩვენებს, რომ მედიკამენტური ზემოქმედება გლუტამატის აქტივობაზე შეიძლება გამოყენებული იქნას შიზოფრენიის სამკურნალოდ.

http://Medportal.ru

2007.09.07