<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   სიახლე ლიმფომების მკურნალობაში

ადამიანის ორგანიზმში სპეციალური ნივთიერების შეყვანა, რომელიც მოქმედებს, როგორც მიმმართველი რენტგენის სხივებისათვის, შესაძლებლობას იძლევა შემთხვევათა 75%-ში მიღწეულ იქნას ლიმფოიდური ქსოვილის სიმსივნური უჯრედების სრული გაქრობა და რემისიის პერიოდის განვითარება დაახლოებით 8 წლის განმავლობაში (The Associated Press).
უდავოა, რომ შედეგები დამაიმედებელია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რამდენად უფრო ეფექტური ზემოქმედება ექნება ახალ მკურნალობას ძველ ტრადიციულ მეთოდთან შედარებით ლიმფური სისტემის პროგრესირებადი განუკურნებელი სიმსივნეების, ე.წ. არახოჯკინის ლიმფომების შემთხვევაში. სიცოცხლის ხანგრძლივობა ამ დიაგნოზით საშუალოდ 7-დან 10 წლამდეა.
აშშ-ში ყოველწლიურად რეგისტრირდება ამ პათოლოგიის დაახლოებით 15 000-მდე შემთხვევა.
ამერიკელი მეცნიერების (University of Michigan Colleague) მოხდა პრეპარატ Bexxar-ის გამოცდა ფოლიკულური ლიმფომის მქონე 76 პაციენტში, რომლებიც არ იტარებდნენ სხვა მკურნალობას. ძირითადი და სრული დოზა შეყავდათ მკურნალობის დაწყებიდან (საწყისი დოზიდან) ერთ კვირაში. მკურნალობის პრინციპი, რომელსაც უწოდებენ რადიოიმუნოთერაპიას, მდგომარეობს შემდეგში: ამ პრეპარატის თვისებების წყალობით სიმსივნურ უჯრედებზე ზემოქმედებენ სასიკვდილო დოზის მქონე რადიაციით. Bexxar, თავისი შინაარსით, წარმოადგენს სიმსივნური ლიმფოიდური ქსოვილის მიმართ სპეციფიკურ ანტისხეულებს, რომლებსაც “მიემაგრება” მათთვის სასიკვდილო რადიაქტიული იოდის იზოტოპი. ჩარევის ანალოგიური პრინციპი, მხოლოდ პრეპარატ Zevalin-ით, ადრე უკვე იყო გამოყენებული სხვა სიმსივნეების შორსწასულ შემთხვევებში.
კვლევის პროცესში 72 პაციენტში (95%) აღინიშნა სიმსივნის შემცირება ზომებში, ხოლო მკურნალობის სრული კურსის შემდეგ 57 პაციენტს (75%) სიმსივნე საერთოდ გაუქრა. 75 პაციენტს 5 წლის განმავლობაში არ ჰქონია რეციდივი. კვლევის დამთავრებიდან 8 წლის შემდეგ ბევრი მათგანი თავს ჯანმრთელად გრძნობს. გრძელდება მათზე დაკვირვება. გვერდითი ეფექტებიდან ყველაზე ხშირი იყო სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება. კვლევის დროს 9 პაციენტი დაიღუპა, აქედან 6 - ლიმფომის გამო.
როგორც ამ მეთოდიკის ავტორები აცხადებენ, სენსაცია მდგომარეობს იმაში, რომ ახალი მეთოდით არც ისე ხანგრძლივი ზემოქმედება იწვევს ხანგრძლივ დადებით ეფექტს. სტანდარტული ქიმიოთერაპიის დროს ეს ვადა თვეებს შეადგენს. გარდა ამისა, ახალ პრეპარატს ნაკლები გვერდითი ეფექტები აქვს, მაგ. იგი არ იწვევს გამელოტებას.
საჭიროა შემდგომი კვლევების ჩატარება იმის დასაზუსტებლად, არახოჯკინის ლიმფომის რომელ კონკრეტულ შემთხვევებში უნდა დაინიშნოს პრეპარატი Bexxar. ჯერჯერობით კი მისი გამოყენება დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ჩვეულებრივი სხივური და ქიმიოთერაპიები უეფექტო აღმოჩნდება.
უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეულ ეჭვს იწვევს ის ფაქტი, რომ კვლევებს აფინანსებდა მედიკამენტის მწარმოებელი ფირმა Corixa, რომელმაც მანამდე გაყიდა Bexxar-ის წარმოების უფლება ფარმაცევტულ გიგანტზე, კონცერნზე GlaxoSmithKline. საეჭვოა ასევე, საკონტროლო ჯგუფის არარასებობა, რაც ამცირებს მიღებული შედეგების სანდოობას. მხოლოდ სწორად დაგეგმილი შემდგომი კვლევები გახდის შესაძლებელს საბოლოოდ დაესვას წერტილი გაურკვეველ კითხვებს ლიმფოიდური სიმსივნეების ახალი და უკვე არსებული მკურნალობის მეთოდების შესახებ.

http://trimm.ru

2005.07.19