დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლება

 



 




 

დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების სამართლებრივი და ორგანიზაციული საფუძველი

 

დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების (რეზიდენტურის) ინსტიტუტს ქვეყანაში საფუძველი ჩაეყარა 2000 წელს.

დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების გამართული სისტემის ჩამოყალიბება ქვეყნის გადაუდებელი ამოცანა და სამედიცინო დახმარების ხარისხის ამაღლების უმნიშვნელოვანესი პირობაა.

საქართველოში უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის რეფორმას, საფუძვლად უდევს «საქართველოში უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის რეორგანიზაციის კონცეფცია». «კონცეფცია» დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 24 ნოემბრის  №478 ბრძანებულებით «უმაღლესის შემდგომი სამედიცინო განათლების სისტემის განვითარებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში კადრების მართვის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ».

დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს: კანონი "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ", კანონი «საექიმო საქმიანობის შესახებ», და სხვ. შესაბამისი საკანონმდებლო აქტები.

ჩვენს ქვეყანაში რეზიდენტურის სისტემის  წარმართვა ევალება სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ საბჭოს - «დიპლომისშემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების საბჭო», რომელმაც უნდა უზრუნველყოს უმაღლესისშემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების სათანადო დონეზე ფუნქციონირება.

საბჭოს კომპეტენციას, მისი შექმნისა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს დიპლომისშემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების საბჭოს დებულება, რომელიც დამტკიცებულია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 26 ნოემბრის 332/ნ ბრძანებით «დიპლომისშემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ».

ექიმებისა და ფარმაცევტების დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების უზრუნველყოფის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტს, რომელიც შეიქმნა საქართველოს მთავრობის 2006 წლის 22 მარტის №65 დადგენილებითა და საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 24 მარტის №226 ბრძანებულებით, მისი წინამორბედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ”საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის” რეორგანიზაციის და საჯარო სამართლის იურიდიული პირთან, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან ინტეგრაციის შედეგად.

ინსტიტუტი უზრუნველყოფს:

სასწავლო კლინიკური მოდულები (როტაციები) უმცროსი ექიმებისათვის

გადამზადების პროგრამები ზოგადი პროფილის ექიმებისათვის

 ოჯახის ექიმი” - გადამზადების პროგრამა

 გადამზადების პროგრამა უმაღლესი არასამედიცინო განათლების მქონე პირებისათვის

პროფესიული რეაბილიტაციის პროგრამები

პროფესიული რეაბილიტაციის გრძელვადიანი პროგრამები

უწყვეტი სამედიცინო განათლების მოკლევადიანი ტრენინგები

საქ. შრომის, ჯანმრთელობის და სოც. დაცვის სამინისტროს დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ აკრედიტებული 2003-2006 წ.წ. მოქმედი თსსუ პროგრამები

 

დარგობრივი რეზიდენტურა

 

უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დიპლომის მქონე პირს უფლება აქვს გაიაროს რეზიდენტურის კურსი და უნიფიცირებული სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ მიიღოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება.

დარგობრივ რეზიდენტურაში მოსამზადებელი კონტიგენტის რაოდენობის, რეზიდენტურის პროგრამების დაგეგმვის, აკრედიტაციისა და დაფინანსების წესი განსაზღვრულია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით ,,დარგობრივ რეზიდენტურაში მოსამზადებელი კონტიგენტის რაოდენობის, რეზიდენტურის პროგრამების დაგეგმვის, აკრედიტაციისა და დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ”- №364/ნ, 27.12.2002.

რეზიდენტურაში მზადება წარიმართება სპეციალური პროგრამებით, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს პროფესიული მზადების სახელმწიფო სტანდარტებს და საერთაშორისო რეკომენდაციებს. საქართველოს ტერიტორიაზე რეზიდენტურის პროგრამის აკრედიტაციასა და მისი განხორციელების ხარისხის მონიტორინგს ახორციელებს დიპლომისშემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების საბჭო.

ყოველწლიურად, დიპლომისშემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება რეზიდენტურის პროგრამების მართვისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სუბიექტები და მათ მიერ მოსამზადებელი რეზიდენტების რაოდენობა. იხ. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება ,,2004 წელს დარგობრივ რეზიდენტურაში სპეციალობების მიხედვით  მოსამზადებელი კონტინგენტის დამტკიცებისა და გამოცდების ორგანიზაციის შესახებ”- №223/ო, 01.10.2003.

დარგობრივი რეზიდენტურის სახელმწიფო საკონკურსო გამოცდაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დიპლომის მქონე პირებს. რეზიდენტურაში ჩარიცხვა ხდება ერთიანი უნიფიცირებული მისაღები გამოცდების საფუძველზე, კონკურსის წესით.

რეზიდენტურაში სწავლა ხორციელდბა ორი ფორმით:

რეზიდენტურის კურსის დამთავრებისას პროგრამ-დირექტორი გასცემს სათანადო დახასიათება-რეკომენდაციას ყველა ცალკეულ რეზიდენტზე -  სახელმწიფო სასერიფიკაციო საბჭოში წარსადგენად.

რეზიდენტურის დამთავრების შემდეგ რეზიდენტს მიეცემა სათანადო მოწმობა (დიპლომი) სპეციალობის აღნიშვნით, რომლის საფუძველზეც ხდება კურსდამთავრებულის სასერტიფიკაციო გამოცდებზე დაშვება.

რეზიდენტურის დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის (დიპლომის) ფორმა დამტკიცებულია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 09.10.2003 №243/ნ ბრძანებით - «რეზიდენტურის დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის (დიპლომის) ფორმის დამტკიცების თაობაზე».

რეზიდენტურის სასწავლო პროგრამის ფარგლებში რეზიდენტს არა აქვს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პაციენტს აღენიშნება სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა ან ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება და შეუძლებელია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე პირის დროულად მოძებნა.

პირს, რომელმაც რეზიდენტურაში პროფესიული მომზადების დაწყებამდე მიიღო სახელმწიფო სერტიფიკატი, რეზიდენტურაში მომზადების პერიოდში უფლება აქვს განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა მხოლოდ სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრულ საექიმო სპეციალობაში.

ნებისმიერ საექიმო სპეციალობაში (სპეციალობებში) სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს მიიღოს სახელმწიფო სერტიფიკატი სხვა საექიმო სპეციალობითაც (სპეციალობებითაც). ამ შემთხვევაში რეზიდენტურის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა ნუსხის გათვალისწინებით, რომელიც დამტკიცებულია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 06.10.2003 №231/ნ ბრძანებით - «მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა ნუსხის განსაზღვრის შესახებ» საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 30 აპრილის  №130/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.» 

მომიჯნავე სპეციალობები მედიცინის ერთ დარგში შემავალი საექიმო სპეციალობებია, რომელთა საგანმანათლებლო პროგრამა და პროფესიული საქმიანობის ხასიათი გარკვეულწილად ესადაგება ერთმანეთს.

თუ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ ახალარჩეული საექიმო სპეციალობა არ არის იმ საექიმო სპეციალობის მომიჯნავე, რომლის სახელმწიფო სერტიფიკატიც მას უკვე აქვს, ახალი სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად მან უნდა გაიაროს რეზიდენტურის დადგენილი კურსი შესაბამის საექიმო სპეციალობაში და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ მიიღოს შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატი.

თუ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ ახალარჩეული საექიმო სპეციალობა იმ სპეციალობის მომიჯნავეა, რომლის სახელმწიფო სერტიფიკატიც მას უკვე აქვს, ახალი სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად მან უნდა გაიაროს შესაბამის საექიმო სპეციალობაში რეზიდენტურის დადგენილი კურსის ნაწილი, რომლის მოცულობასა და ხანგრძლივობას განსაზღვრავს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ექიმთა შესაბამის პროფესიულ ასოციაციასთან ერთად.

გადამზადების პროგრამები ზოგადი პროფილის ექიმებისათვის

ოჯახის ექიმი” - გადამზადების პროგრამა

გადამზადების პროგრამა უმაღლესი არასამედიცინო განათლების მქონე პირებისათვის

 
 

დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების პროგრამები

 
 

დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების პროგრამების კრიტერიუმებს შეიმუშავებს დიპლომისშემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების საბჭო და ამტკიცებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. დიპლომისშემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების საბჭო ასევე შეიმუშავებს საჭირო ღონისძიებებს პროგრამების სათანადო დონეზე განხორცილების უზრუნველსაყოფად, ახორციელებს პროგრამების მიმდინარეობის მონიტორინგსა და შეფასებას.

რეზიდენტურის პროგრამის დამტკიცების პროცედურა მოიცავს:

  1. იურიდიული და ფიზიკური პირის (უნივერსიტეტი, აკადემია, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, პროფესიული ასოციაცია, საინიციატივო ჯგუფი) განაცხადს მოცემული სპეციალობით რეზიდენტურის პროგრამის დირექტორატის შექმნის შესახებ;

  2. დიპლომისშემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების საბჭოს რეკომენდაციით რეზიდენტურის პროგრამის დირექტორატის დამტკიცებას მინისტრის ბრძანებით;

  3. პროგრამის დირექტორატის მიერ შემუშავებული რეზიდენტურის პროგრამისა და რეზიდენტთა საროტაციო ბაზების ჩამონათვალის განხილვას დიპლომისშემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების საბჭოს მიერ;

  4. საბჭოს რეკომენდაციით რეზიდენტურის პროგრამის დამტკიცებას მინისტრის ბრძანებით.

 ამჟამად მოქმედებს რეზიდენტურის პროგრამები 56 სპეციალობაში.

განაცხადი დიპლომის შემდგომი პროფესიული მზადების პროგრამების აკრედიტაციის მოთხოვნის თაობაზე, თანმხლები დოკუმენტებითურთ, ბარდება საბჭოს სამდივნოს ორ ეგზემპლარად დალუქულ კონვერტში.

დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების პროგრამების აკრედიტაციისათვის საჭირო დოკუმენტებია:

1. განაცხადი, შევსებული დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების პროგრამის ხელმძღვანელის მიერ, დადგენილი ფორმით;

2. დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების პროგრამის აღწერილობა, რომელიც შეიცავს საბჭოს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას;

3. განაცხადის წარმომდგენი ორგანიზაციის (ორგანიზაციების) აღწერილობა საბჭოს მიერ დადგენილი ფორმით, მატერიალურ-ტექნიკური რესურსების და პაციენტებით დატვირთვის მაჩვენებლების მითითებით;

4. განაცხადის წარმომდგენი ორგანიზაციის (ორგანიზაციების) მიერ მანამდე განხორციელებული დიპლომის შემდგომი პროფესიული მზადების პროგრამების ნუსხა;

5. დიპლომის შემდგომი პროფესიული მზადების პროგრამაში მონაწილე პირების პროფესიული გამოცდილების ამსახველი ავტობიოგრაფიული მონაცემები და შესაბიმისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები (დიპლომი, სერტიფიკატი და სხვა).

სამდივნოს ჟურნალში და მონაცემთა კომპიუტერულ ბაზაში  ხდება განაცხადის რეგისტრაცია შესაბამისი ნომრით და ფიქსირდება განაცხადის შემოტანის თარიღი, მომწოდებლის (დიპლომის შემდგომი პროფესიული მზადების ან უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების, ან უწყვეტი სამედიცინო განათლების სხვა ფორმების მომწოდებელი ორგანიზაციის) დასახელება.

დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების პროგრამის აკრედიტაციაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი დასკვნა აკრედიტაციის ვადის მითითებით.

დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების პროგრამის აკრედიტაციაზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში დეტალურად უნდა იყოს მითითებული დასკვნაში უარის საფუძველი, იმ კრიტერიუმების აღნიშვნით, რომელთაც არ შეესაბამება წარმოდგენილი მასალა.

მომწოდებელს უფლება აქვს განმეორებით წარმოადგინოს პროგრამა შენიშვნების გათვალისწინების შემდეგ.

 

პროფესიული რეაბილიტაციის პროგრამები

 პროფესიული რეაბილიტაციის გრძელვადიანი პროგრამები

უწყვეტი სამედიცინო განათლების მოკლევადიანი ტრენინგები

საქ. შრომის, ჯანმრთელობის და სოც. დაცვის სამინისტროს დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ აკრედიტებული 2003-2006 წ.წ. მოქმედი თსსუ პროგრამები

 

უმცროსი ექიმი
 

2006 წლამდე, ე.წ. გარდამავალ პერიოდში, საექიმო სპეციალობის მიღება შესაძლებელია უმცროსი ექიმის ინსტიტუციის საშუალებითაც. უმცროსი ექიმი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის არმქონე პირის თანამდებობაა, რომლის დაკავების უფლება აქვს სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დიპლომირებულ კურსდამთავრებულს. ექიმის ფუნქციას უმცროსი ექიმი ასრულებს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე სუბიექტის მითითებითა და პასუხისმგებლობით. უმცროს ექიმს ზ.ა. პერიოდში სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება მიეცეს უფლება, ჩააბაროს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა და მიიღოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, თუ იგი მუშაობდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის ზედამხედველობით, მის მიერ შესრულებული სამუშაო შეესაბამება ამ საექიმო სპეციალობაში რეზიდენტურის პროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებს  და შესაბამის საექიმო სპეციალობაში მისი მუშაობის ხანგრძლივობა არ იყო ამ სპეციალობაში რეზიდენტურის კურსის ხანგრძლივობაზე ნაკლები. იხ. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 14.04.2003 №92/ნ ბრძანებები: «უმცროსი ექიმის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების წესის შესახებ»- №92/ნ, 14.04.2003; «უმცროსი ექიმის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების წესის შესახებ» საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 14 აპრილის 92/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე»- №269/ნ, 31.10.2003.

უმცროსი ექიმის თანამდებობაზე პირი შეიძლება მიღებული იქნეს ნებისმიერ ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში დაწესებულების ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით. მისი შრომითი უფლება-მოვალეობები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით (კონტრაქტით).

უმცროს ექიმს არა აქვს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პაციენტს აღენიშნება სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა ან ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება და შეუძლებელია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე პირის დროულად მოძებნა.

ლიცენზირებული სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირის უმცროს ექიმად მიღების შემდგომ, რომელიც მომავალში აპირებს მოიპოვოს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლება, აღნიშნულის თაობაზე აცნობოს დიპლომისშემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების საბჭოს, თანახმად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 31.10.2003 №269/ნ ბრძანებისა ,,უმცროსი ექიმის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების წესის შესახებ»  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 14 აპრილის N92/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე» .

სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლების მოსაპოვებლად უმცროსმა ექიმმა სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელ საბჭოს უნდა წარუდგინოს:

           1. მაძიებლის განცხადება;

           2. განათლების დამადასტურებელი საბუთის (დიპლომი) ასლი;

3. ამონაწერი შრომის წიგნაკიდან (საჭიროების შემთხვევაში – შეთავსებით  მუშაობის დამადასტურებელი საბუთი);

4. დიპლომისშემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების საბჭოს დასკვნა  უმცროსი ექიმის მიერ სათანადო სპეციალობაში შესრულებული სამუშაოს შესაბამისობის შესახებ დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების (რეზიდენტურის) აკრედიტებულ პროგრამასთან და მის ხანგრძლივობასთან.

სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭო ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება გამოცდაზე დაშვების ან არდაშვების შესახებ 30 დღის ვადაში და გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში გასცეს შესაბამისი ცნობა. 

 

            სასწავლო-კლინიკური მოდულები (როტაციები) უმცროსი ექიმებისათვის






საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 01.11.20005 წლის 274/ნ ბრძანება სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ახალი ვადით გაგრძელებისათვის საჭირო უწყვეტი პროფესიული განვითარების ქულების რაოდენობისა და სამედიცინო განათლების სხვადასხვა ფორმების შესაბამისი უწყვეტი პროფესიული განვითარების ქულების მინიჭების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ



უწყვეტი სამედიცინო განათლების დასწრებული ფორმები

უწყვეტი სამედიცინო განათლების დაუსწრებელი ფორმები

უწყვეტი სამედიცინო განათლების სხვა ფორმები