სამედიცინო განათლების საფეხურები ექიმთათვის

 

ქვეყნის, ერის ცხოვრებაში მედიცინა რომ გამორჩეული დარგია, სადავო არ არის. ის გამორჩეულია იმითაც, რომ მედიკოსი (ექიმი) მთელი თავისი პროფესიული ცხოვრება-მოღვაწეობის მანძილზე მონაწილეობს საგანმანათლებლო პროცესში. სხვაგვარად, ექიმის პროფესიული ცხოვრება – უმაღლესი სამედიცინო სკოლის პირველი დღით დაწყებული, საექიმო საქმიანობის ბოლო დღით დამთავრებული – ერთი უწყვეტი სამედიცინო განათლებაა. ამასთანავე აღნიშნული პერმანენტული განათლების პროცესი 3 საფეხურისაგან შედგება:

  1. ექიმი უმაღლეს სასწავლებელში სწავლის დროს იღებს უმაღლეს სამედიცინო განათლებას, ანუ  იძენს პროფესიას;

  2. უმაღლესის დამთავრების შემდეგ, რეზიდენტურაში მომზადებისას იძენს სპეციალობას, ვთქვათ, ხდება ,,კარდიოლოგი”, ,,უროლოგი” და მისთ.;

  3. ამის შემდგომ ექიმი ერთვება უწყვეტი სამედიცინო განათლების (უსგ) პროცესში, რომლის ძირითად ამოცანას კვალიფიკაციის ამაღლება (პროფესიული ფორმის შენარჩუნება) წარმოადგენს.


სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს სამივე საფეხურის ისეთი რეგულაცია, რომ წარმატებით იქნას მიღწეული სამედიცინო განათლების სისტემის საბოლოო მიზანი – ქვეყანაში მაღალი კვალიფიკაციის სამედიცინო კადრის არსებობა.

აღნიშნულის რეალიზაციისათვის ზემოდასახელებული საფეხურების გათვალისწინებით აუცილებელია:


უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის ახალკურსდამთავრებულ, დიპლომის მქონე პირს უფლება აქვს:


საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ევალება ექიმთა დიპლომისშემგომი დახელოვნების (რეზიდენტურის) და უწყვეტი სამედიცინო განათლების პროცესების მართვა და კოორდინაცია.